IDFI-ის სამოქალაქო კონტროლის აქტივობები 2013 წელს

სამოქალაქო კონტროლი 28 აპრილი 2014

IDFI-ის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა ხელისუფლების მეტი გამჭვირვალობისა და ღიაობისთვის სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მოქმედებებისა და პოლიტიკის სამოქალაქო კონტროლი და მონიტორინგია. 

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ამ კუთხით ხელისუფლების გახსნილობის დონის დასადგენად, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ პროექტის - „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ (www.opendata.ge) - ფარგლებში წინა წლების მსგავსად ითხოვდა სხვადასხვა ტიპის მონაცემებს სახელმწიფო დანახარჯების შესახებ. ამ გზით, ასეულობით საჯარო უწყების ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხის დადგენასთან ერთად, ორგანიზაციის ანალიტიკოსები აანალიზებდნენ და ამუშავებდნენ მიღებულ მონაცემებს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ინსტიტუტის მიერ მომზადებული დეტალური ანალიზები გახლდათ ცალკეულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების პირველწყარო. მაგალითისთვის, ანალიტიკური მასალები მომზადდა შემდეგ საკითხებზე: ახალი პარლამენტის მშენებლობის ხარჯებისასამართლო სტატისტიკა 2012-2013მინისტრებისა და სხვა თანამდებობის პირების შემოსავლები და პრემიები, ცალკეული სამინისტროების მიერ დაფინანსებული ღონისძიებები და ა.შ.

 

იმისათვის, რომ მოქალაქეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის მონიტორინგში და თავადაც მოითხოვონ ცალკეულ სფეროებზე საჯარო ინფორმაცია, IDFI-იმ დაიწყო მოსახლეობის დახმარება ამ კუთხით. კერძოდ, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო კონსულტაციები გაევლო ინსტიტუტის ექსპერტებთან და იურისტებთან, რომლებიც მას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ტექსტის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდნენ. ასევე, ინსტიტუტი უზრუნველყოფდა მისთვის შესაბამისი საჯარო დაწესებულებიდან სასურველი მონაცემების მიღებას. ამით ორგანიზაცია ცდილობდა მოქალაქეების გააქტიურებას ხელისუფლების მეტი გამჭვირვალობის მიღწევის საქმეში.

 

ამასთან ერთად, ხსენებულმა სტრატეგიამ მნიშვნელოვნად გაზარდა მსგავსი ინფორმაციით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი და შესაბამისად, გახშირდა გამოხმაურებები როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან. ამის დამადასტურებელი გახლდათ ის ფაქტი, რომ IDFI-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, მინისტრები,  საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური  კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ინსტიტუტმა 2012 წლის  ივლისი - 2013 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, ყველაზე ანგარიშვალდებული  და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები გამოავლინა. 

 

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი

 

საქართველოს წინაშე მდგარ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა წარმოადგენს. ამ პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის და შესაძლო დაბრკოლებების  გამოვლენისთვის ინსტიტუტის ექსპერტები აქტიურად აკვირდებოდნენ მიმდინარე მოვლენებს. ისინი 2013 წლის მანძილზე აქტიურად ამონიტორინგებდნენ აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სახელმწიფოს და ცალკეული სამინისტროების მიერ გატარებულ ღონისძიებებს. ამის საფუძველზე, მომზადდა მრავალი კვლევა და ანგარიში აღნიშნული საკითხის სხვადასხვა ასპექტების შესახებ. მათ შორისაა, ამ პროცესის საინფორმაციო კამპანია და დაფინანსებასახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკის ორიენტირები და ბენეფიციარებიკონკურენციის რეგულირების პოლიტიკატექნიკური და ტექნოლოგიური ასპექტებიციფრულ საეთერო მაუწყებლობის ქსელის მულტიპლექსორთან დაშვების ტარიფები, საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია და რეკომენდაციები.

 

ელექტრონული მმართველობა

 

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იზრდება ელექტრონული მმართველობის მნიშვნელობა. ელ-დემოკრატიის სტანდარტები საქართველოში თანდათან იკიდებს ფეხს და ამიტომაც, საჭიროა სამოქალაქო საზოგადოება მუდმივ დაკვირვებას აწარმოებდეს სახელმწიფოს მიერ ახლად დანერგილი სერვისების ფუნქციონირებას, რათა მაქსიმალურად მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება და გამოვლინდეს არსებული გამოწვევები. ამ მიზნებიდან გამომდინარე, ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა შეიმუშავეს სახელმწიფო დაწესებულებებისა და მოქალაქეების კომუნიკაციის შეფასების/მონიტორინგის ყოვლისმომცველი მეთოდოლოგია. მოგვიანებით, მასზე დაფუძნებით შემოწმდა რამდენად იყენებდნენ საჯარო დაწესებულებები მოქალაქეებთან ურთიერთობისთვის  სოციალურ ქსელებსოფიციალურ ონლაინ რესურსებს, ტელეფონს, ჰქონდათ თუ არა ყოვლისმომცველი საკომუნიკაციო სტრატეგია და ა.შ.

 

მონიტორინგის ძირითადი მიგნებებისა და აღმოჩენილი ტენდენციების შესახებ კვლევებისა და ანგარიშების მომზადებასთან ერთად, ანალიტიკოსები ამზადებდნენ ბლოგ-პოსტებს და სისტემატურად აცნობდნენ მოქალაქეებს დაკვირვების შედეგებს. ამავე მიზნით, ინსტიტუტი აწყობდა საჯარო დისკუსიებსა და პროექტის შედეგების პრეზენტაციებს.

 

„ღია მმართველობის პარტნიორობა“

 

საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ინიციატივის, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP), ფარგლებში მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღო. კერძოდ, მთავრობამ განიზრახა:

  • საჯარო მომსახურების გაუმჯობესება;
  • საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა;
  • საჯარო რესურსების უკეთესი მართვა;
  • უსაფრთხო გარემოს შექმნა.

 

IDFI რეგულარულად აკვირდებოდა და სწავლობდა საქართველოს მთავრობის მიერ OGP-ის სამოქმედო გეგმის შესრულებას, მართავდა შეხვედრებს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დონეზე, მოსახლეობას აწვდიდა განახლებულ ინფორმაციას ამ საკითხის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024