მოსამართლეების წლიური შემოსავლები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 15 ოქტომბერი 2013

2013 წლის 1 ოქტომბერს პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრაზე იუსტიციის საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან გადაწყდა, რომ მოსამართლეებს, სასამართლოს აპარატის და იუსტიციის საბჭოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ.

 მანამ, სანამ გაირკვევა ზუსტად რა ოდენობით გაეზრდებათ ხელფასები მოსამართლეებს, სასამართლოს აპარატისა და იუსტიციის საბჭოს თანამშრომლებს, საინტერესოა რამდენს შეადგენს მათი შემოსავალი დღევანდელი მდგომარეობით.

 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, მოსამართლეთა სარგოები შემდეგნაირად განისაზღვრება:

1mosamartletasargo

პრაქტიკაში, კანონით დადგენილი თანამდებობრივი სარგოების გარდა მოსამართლეები ასევე იღებენ პრემიებსა და დანამატებს, რაც მათ სარგოებთან შედარებით შეიძლება მერყეობდეს 35%-დან 135%-მდე.

 მაგალითად, შოთა გეწაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს, 2012 წლის მანძილზე სარგოზე 1,36-ჯერ მეტი ოდენობის პრემია და დანამატი დაერიცხა, რისი გათვალისწინებითაც მისმა საშუალო შემოსავალმა თვეში 5657.9 ლარი შეადგინა, კანონით განსაზღვრული სარგოს 2400 ლარის ნაცვლად.

შოთა გეწაძე არ წარმოადგენს ერთადერთ გამონაკლისს, როდესაც თვეში საშუალო შემოსავალი რამდენჯერმე აღემატება კანონით დადგენილ სარგოს. როგორც 2012 წლის მანძილზე არსებული მდგომარეობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ჩვეულებრივ, მოსამართლეების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 1.35-2.35-ჯერ აღემატება მათ სარგოებს.

111mosamartleebi222mosamartleebichartmosamartleebichart2mosamartleebi

როგორც  მოსამართლეთა  ქონებრივი დეკლარაციებიდან მოყვანილმა მონაცემებმა აჩვენა პირველი ინსტანციის მოსამართლეების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს  დაახლოებით 3 400 ლარს, სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეების -3 800 ლარს, ხოლო უზენაესი სასამართლოს – 6200 ლარს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთი და იმავე ინსტანციის მოსამართლეები თანაბარი თანამდებობრივი სარგოს პირობებში იღებენ განსხვავებული ოდენობის შემოსავლებსაც, ვინაიდან მათ მიერ მიღებული დანამატები და პრემიები განსხვავებული ოდენობისაა. მაგალითად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ხატია არდაზაშვილის სამუშაოს შესრულებით მიღებულმა  წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 27 301 ლარი, ხოლო იმავე კოლეგიის მოსამართლის მირანდა ერემაძის შემოსავალმა – 47 935 ლარი.  მსგავსი მდგომარეობაა პივრელი ინსტანციის სხვა სასამართლოებშიც , მაგალითად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მალხაზ ჩუბინიძის წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 29 200 ლარი, ხოლო ციცინო მოსიძის წლიურმა შემოსავალმა – 38 504 ლარი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024