ENG

 

 

 

 

 

 

 

 

საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გზამკვლევი

 

 

 

 

 

 

 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

 

 

 კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი გარემოება მოქალაქეთა არაინფორმირებულობაა.

 

 ხელისუფლებამ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს საკანონმდებლო პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხოლო კანონშემოქმედებითი პროცესი,

   პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

 

 „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ შექმნილი მოდული საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კანონშემოქმედებითი საქმიანობის

   შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოების მონაწილეობის არსებული მექანიზმების მიმოხილვას გთავაზობთ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

 

 

 კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი გარემოება მოქალაქეთა არაინფორმირებულობაა.

 

 ხელისუფლებამ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს საკანონმდებლო პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხოლო კანონშემოქმედებითი პროცესი,

   პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

 

 „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ შექმნილი მოდული საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კანონშემოქმედებითი საქმიანობის

   შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოების მონაწილეობის არსებული მექანიზმების მიმოხილვას გთავაზობთ.

 

 

საკანონმდებლო ინიციატივა და საკანონმდებლო წინადადება

 

საკანონმდებლო ინიციატივასა და საკანონმდებლო წინადადებას შორის ძირითადი სხვაობა მათ წარმდგენ პირებში მდგომარეობს,  ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივას უკვე კანონპროექტის სახე აქვს, ხოლო საკანონმდებლო წინადადება არის კანონის ზოგადი იდეა ან კონცეფცია. 

 

  საკანონმდებლო ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას; პარლამენტის წევრს; პარლამენტის კომიტეტს; პარლამენტის ფრაქციას; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს; საინიციატივო ჯგუფს რისთვისაც მას სჭირდება არანაკლებ 30,000 ამომრჩეველის ხელმოწერა.  

 

  საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის არმქონე პირის  მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილებების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.

 

მოქალაქეს ასევე შეუძლია მიმართოს უშუალოდ პარლამენტის წევრს და გააცნოს მას კანონპროექტის იდეა. იდეის მოწონების შემთხვევაში, პარლამენტის წევრი უფლებამოსილია საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს პარლამენტს. 

 

 

საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა 30 000 ამომრჩევლის მიერ
იქმნება არანაკლებ 5 პირისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი
საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართავს პარლამენტის ბიუროს. მიმართვას თან ერთვის კანონპრეოქტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირადი მონაცემები.
პარლამენტის ბიურო განცხადებას გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რეგისტრაციაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფს სარეგისტრაციო მოწმობას გადასცემს.
სარეგისტრაციო მოწმობის მიღების შემდეგ საინიციატივო ჯგუფი კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერილ ფურცელს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო ფურცელს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და რაოდენობას (რომელიც 30,000-ზე ნაკლები არ უნდა იყოს).
ხელმოწერების საჭირო რაოდენობის და ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს, ხოლო ხელმოწერების ფურცელი საორგანიზაციო დეპარტამენტს.
30000 ამომრჩევლის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად პარლამენტში გამოდის საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო თანამომხსენებლად − წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი.
საკანონმდებლო წინადადების წარდგენა
საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფო ორგანოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს.
საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, ავტორის ხელმოწერას და მისამართს.
პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს კომიტეტებს და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს (კომიტეტი, რომელსაც საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი კანონპრეოქტის მომაზადება დაევალება).
წამყვანი კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შემუშავებულ კანონპრეოქტს გადასცემს პარლამენტის ბიუროს, რომელიც თავის მხრივ, შეიტანს მისთვის წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.

 

მონაწილეობის კიდევ ერთი მექანიზმი - პეტიციის წარდგენა

 

 

 პეტიცია არის პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, პირთა ჯგუფის წერილობითი მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივ ან საერთო პრობლემებიდან გამომდინარე საკითხებს. 

პეტიციის წარდგენა
იწერება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და აღირიცხება სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში.
შესასწავლად და განსახილველად გადაეცემა შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას.
კომიტეტი ან დროებითი კომისია პეტიციასთან დაკავშირებით შემდეგ გადაწყვეტილებათაგან ერთ-ერთს იღებს: 1. განიხილავს პეტიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე; 2. უგზავნის პეტიციას შესაბამის სამინისტროს, უწყებას; 3. მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის განხილვას.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვისათვის, შესაბამისი კომიტეტი ან დროებითი კომისია პარლამენტის ბიუროს პეტიციასთან დაკავშირებით დასკვნას წარუდგენს.
პეტიციის სამინისტროსათვის ან სხვა უწყებისათვის გაგზავნის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში პეტიციასთან დაკავშირებით პასუხს მის ავტორს და შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას აცნობებს.
პეტიციის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას, რეზოლუციას ან სხვა გადაწყვეტილებას.

სად ვნახო კანონპროექტები?

როგორ დავტოვო კომენტარი კანონპროექტზე?

 

 

როგორ დავესწრო პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებს?

 

 

მოქალაქის მიერ პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე დასწრება კანონშემოქმედებით პროცესში ჩართულობის კიდევ ერთი საშუალებაა. საკომიტეტო სხდომაზე დასწრებისას,  მოქალაქეს შეიძლება მიეცეს სიტყვით გამოსვლის უფლება. 

 

სად ვნახო კენჭისყრის შედეგები?

 

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (www.parliament.ge), კანონპროექტების  პლატფორმასთან ერთად, კენჭისყრის შედეგების მოდულიც არსებობს.

 

   იხილეთ კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გზამკვლევის სრული ვერსია

 

 

საქართველოს ღია პარლამენტი

 

კანონშემოქმედებით პროცესში მოსახლეობის ჩართულობა და ამ პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფუძემდებლური პრინციპებია.

 

2015 წელს საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომელმაც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშავა 2015-2016 წლების საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა მათ შორის მოიცავს ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა: კანონპროექტებზე კომენტარის ელექტრონულად დატოვების შესაძლებლობა; საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო დოკუმენტაციაზე წვდომის გამარტივება და სხვა.

 

    

 მოდული შეიქმნა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი საპარლამენტო პროექტის მხარდაჭერით და  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ (IDFI) თანამშრომლობით