სოლიდარობა ვახო სანაიას

განცხადებები 22 ივლისი 2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოება საგანგაშოდ მიიჩნევს ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაპატიმრებას, რაც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა, რაც რუსულ-ბელარუსული სტილის ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი ქმედებაა, როდესაც განსხვავებული, კრიტიკული აზრი ავტორიტარების მთავარი მტერი და სამიზნეა. ფაქტია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზედმიწევნით ზუსტად აკოპირებს და ამკვიდრებს საუკეთესო რუსულ გამოცდილებას და ცდილობს საზოგადოება შეაგუოს მოცემულობას, როდესაც ადამიანები მათი პირადი მოსაზრებებისა და შეხედულებების გამოხატვისთვის ისჯებიან და ამგვარი მიდგომა ნორმად აქციოს.

 

22 ივლისს, სანქცირებულმა მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მანამდე, იმავე მიზეზით, ვახო სანაია 6 000 ლარით დააჯარიმეს.

 

აშკარაა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დამოუკიდებელი მედია და თითოეული კრიტიკული ხმა მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს, რადგანაც სწორედ ისინი ამხელენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული პირების სავარაუდო კორუფციულ თუ სხვა შესაძლო დანაშაულებრივ კავშირებს და საზოგადოებას სახელისუფლებო შტოებში არსებულ მანკიერებებზე უყვებიან. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო რეალურ დანაშაულებს იძიებდეს და პასუხისმგებელ პირებს სათანადოდ სჯიდეს, „ქართული ოცნება“ მამხილებლების დევნით არის დაკავებული და მათ გასაჩუმებლად მისმიერვე მიღებულ რეპრესიულ კანონებს იყენებს. ამ კონტექსტში, ხელისუფლების განსაკუთრებული სამიზნე დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაა, რომლის წინააღმდეგაც მთელი სახელმწიფო რეპრესიული აპარატია მომართული.

 

წლებია, სამართალდამცველი ორგანოები, სასამართლო სისტემა, კომუნიკაციების კომისია და პარლამენტი „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი გაჩუმების ინსტრუმენტებად აქვს ქცეული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კოორდინირებული შეტევებითა და რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით კრიტიკული მედიის საბოლოოდ განეიტრალებასა და საჯარო სივრციდან განდევნას ცდილობს.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის17316 მუხლი, რომლის საფუძველზეც ვახო სანაიას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ამ კოდექსს 2025 წლის თებერვალში დაუმატა დაჩქარებული პროცედურით, რაც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად შეფასდა. სწორედ ამ მუხლის აღსასრულებლად შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სტქრუტურა, რომელსაც საზოგადოებაში ირონიულად „სქროლვა-სქრინვის დეპარტამენტს“ უწოდებენ.

 

სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას, კრიტიკულ მედიასა და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის სამიზნე გახდა. დამოუკიდებელი მედია ფასდაუდებელ სამსახურს სწევს ქვეყნისთვის ამ კრიტიკულად გადამწყვეტ მომენტში და შეზღუდული რესურსების პირობებშიც სათანადოდ ახდენს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას.

 

 

საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველო

 

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის 

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 

 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

 

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) 

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდი

 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) 

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  Georgian Democracy Initiative

 

მწვანე ალტერნატივა

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

 

საქართველოს ევროპული ორბიტა 

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

პრევენცია პროგრესისთვის 

 

საქართველოს მომავლის აკადემია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024