სიახლეების გამოწერა

შემოწირულობა

მხარი დაუჭირეთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის საქმიანობას შემოწირულობით!

 

დაარსების დღიდან (2009 წელი), IDFI-ის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს.

 

2016 წელს უკვე მეორედ, Transparify-ის მიერ, IDFI (47 ქვეყნის 200 ანალიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის) დასახელდა, როგორც ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციად.

 

თუ იზიარებთ ჩვენს მიზნებს და გსურთ ხელი შეუწყოთ IDFI-ის საქმიანობას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოყალიბებისკენ, გააკეთეთ შემოწირულობა ჩვენი ორგანიზაციის სახელზე. 

 

 

IDFI-ის შემოწირულების პოლიტიკა:

 

  • IDFI შემოწირულობას იღებს ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებისგან. შემოწირულობა არ უნდა ახდენდეს გავლენას ჩვენი საქმიანობის დამოუკიდებლობაზე და არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს IDFI-ის რეპუტაციას;

 

  • IDFI არ იღებს შემოწირულობას პოლიტიკური პარტიების, სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკოსების ან პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირებისგან;

 

  • IDFI არ იღებს შემოწირულობას კომპანიებისგან, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ან დაეკისრათ პასუხისმგებლობა კორუფციულ გარიგებებში, სახელმწიფოს წინააღმდეგ, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ან/და სხვა სახის სისხლისსამართლებრივ დანაშაულში მონაწილეობისთვის,;

 

  • IDFI არ იღებს შემოწირულობას ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისგან;

 

 

შემოწირულობასთან ან ნებისმიერი სხვა ფორმით თანამშრომლობასთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@idfi.ge შემოწირულების მიღების შემთხვევაში სიამოვნებით მოგწერთ დასტურის წერილს.

 

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!

 

 

 

თანხების ჩარიცხვისთვის აუცილებელი საბანკო რეკვიზიტები:


მიმღების დასახელება: ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“

მიმღების ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“ (გაგარინის ქ.29ა , თბილისი,0160, საქართველო)

ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE46BG0000000138095002

 

შუალედური ბანკი:

 

აშშ დოლარის ჩარიცხვის შემთხვევაში: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33

ევროს ჩარიცხვის შემთხვევაში: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF