სიახლეების გამოწერა

ჩვენი დაფინანსება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დაფინანსებას სხვადასხვა წყაროებიდან იღებს. ეს წყაროებია: საერთაშორისო ფონდები, უცხოეთის ქვეყნების მთავრობები, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, კერძო კომპანიები და ინდივიდები.

 

IDFI დონორის მიერ შემოთავაზებული დაფინანსების მიღებას თანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დაფინანსება შეესაბამება მის ხედვას და დასახულ მიზნებს, არ ახდენს უარყოფით გავლენას მის რეპუტაციასა და მიუკერძოებლობაზე.

 

ჩვენ არ ვიღებთ დაფინანსებას სახელმწიფო ინსტიტუტებიდან, პოლიტიკური პარტიებისა და/ან მათთან ასოცირებული პიროვნებებისგან. 

 

ჩვენი დაფინანსება არის საჯარო. წლების მიხედვით სრულად აღვრიცხავთ მიღებულ თანხას და გამჭვირვალობის მიზნით აქტიურად ვაქვეყნებთ ამ ინფორმაციას ჩვენს და სხვადასხვა ინიციატივების ფარგლებში შექმნილ ვებგვერდებზე. 2016 წელს, უკვე მეორედ, Transparify-ის მიერ IDFI დასახელდა, როგორც ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია (47 ქვეყნის 200 ანალიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის).

 

 

IDFI-ის დაფინანსება წლების მიხედვით:

 

- 2015 წელი - 472 283 აშშ დოლარი - ფინანსური ანგარიში პროექტების მიხედვით - ანგარიშის ვიზუალიზაცია - დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა 

 

- 2014 წელი - 485 132 აშშ დოლარი - ფინანსური ანგარიში პროექტების მიხედვით - ანგარიშის ვიზუალიზაციადამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა 

 

- 2013 წელი - 270 700 აშშ დოლარი - ფინანსური ანგარიში პროექტების მიხედვით

 

- 2012 წელი - 374 000 აშშ დოლარი - ფინანსური ანგარიში 

 

- 2011 წელი - 150 000 აშშ დოლარი - ფინანსური ანგარიში