საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ასაკი და მრავალშვილიანი თანამშრომლები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 17 ოქტომბერი 2013

IDFI აგრძელებს შემოთავაზებული კვლევის  “საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში “  კონკრეტული თავების განცალკევებით გამოქვეყნებას. ამჯერად ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ასაკისა და მრავალშვილიანი თანამშრომლების შესახებ მონაცემები გენდერულ ჭრილში.

  • დასაქმებულ თანამშრომელთა ასაკი გენდერულ ჭრილში

„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული მოხელეების  მინიმალური ასაკი შეიძლება იყოს 21  წელი,  ხოლო  ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეების – 18 წელი. საჯარო დაწესებულებებისთვის ყველაზე პრობლემატური აღმოჩნდა მოთხოვნა დასაქმებულთა საშუალო ასაკის შესახებ, რადგან  ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების მიერ ვერ ხერხდებოდა საკუთარ თანამშრომელთა ასაკის საშუალო არითმეტიკულის მოწოდება, რაც ინსტიტუტს არ აძლევდა საშუალებას, გაეგო კონკრეტულ დაწესებულებაში დასაქმებული თანამშრომლების საშუალო ასაკი.

mestia

სრულყოფილი ინფორმაცია, დასაქმებულთა საშუალო ასაკის შესახებ ინსტიტუტს გააჩნია 31 207 საჯარო მოსამსახურეზე, რაც შეადგენს 38,4 წელს.

საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების საშუალო ასაკი დაწესებულებათა სახეების მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად:

asak

საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო ასაკის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიღებულია 126 საჯარო დაწესებულების 31 207 თანამშრომელზე, რომელთაგან 17 479 მამაკაცია და 13 728 ქალი. მიღებული მონაცემების გამოანგარიშებით ირკვევა, რომ დასაქმებულ მამაკაცთა და ქალთა  საშუალო ასაკი დაახლოებით ერთმანეთის ტოლია და გამოიყურება შემდეგნაირად:

asakagenderi

სხვადასხვა ტიპის საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ ქალთა და მამაკაცთა საშუალო ასაკი დაახლოებით ერთი და იგივე ნიშნულზე მერყეობს.  სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრის აპარატებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, გამგეობა) მამაკაცთა საშუალო ასაკი მცირედით აღემატება ქალთა საშუალო ასაკს.  ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებში ქალთა საშუალო ასაკი 6 წლით აღემატება მამაკაცთა საშუალო ასაკს, რაც ძირითადად განპირობებულია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დასაქმებული მამაკაცთა სიმრავლით, რომელთა საშუალო ასაკი 31 წელია.

asakadawesebuleba

 

 

  • მრავალშვილიანი თანამშრომლების სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

 საქართველოში  არსებული  დემოგრაფიული  პრობლემების  გათვალისწინებით,  ინსტიტუტის  ინტერესის სფეროს წარმოადგენდა  საჯარო დაწესებულებებში  დასაქმებული მრავალშვილიანი   საჯარო მოსამსახურეების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომლების შვილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტმა მიიღო 64 348 თანამშრომელზე.  მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული 64 348 პირიდან 3 და მეტი შვილის მშობელი გახლავთ მხოლოდ 5 139 ადამიანი.

maravlshviliani1

დაწესებულების სახეების მიხედვით, როგორც ირკვევა, პროცენტულად ყველაზე მეტი მრავალშვილიანი მშობელი დასაქმებულია ადგილობრივ თვითმმართველობებში  – 11,1 %. სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში დასაქმებული თანამშრომლების 7,8% არის მრავალშვილიანი, სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში – 7,2 % , ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებში – 6,8%.

mravalSviliani2

საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული  3 და მეტი შვილის მშობელთაგან   მრავალშვილიანი დედაა  1144 , ხოლო მრავალშვილიანი მამა – 3995.

mravalshviliani3

151 საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული მამაკაცებიდან 8,9% არის მრავალშვილიანი მამა, დასაქმებული ქალებიდან მხოლოდ 6,3% არის მრავალშვილიანი დედა.

mravalshviliani4

მრავალშვილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტი, როგორც მამაკაც ასევე ქალ საჯარო მოსამსახურეთა შორის  ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, გამგეობა) ფიქსირდება.

mravalshviliani5

ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილ მონაცემებში ასახვა არ ჰპოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბიდან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მიღებულმა მრავალშვილიან თანამშრომელთა შესახებ არსებულმა მონაცემებმა, ვინაიდან ხსენებულ დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა სრული რაოდენობა ინსტიტუტისთვის უცნობია. აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული მრავალშვილიანი მშობლების სტატისტიკა გენდერულ ჭრილში გამოიყურება შემდეგნაირად:

mravalshviliani6iusticgender

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024