საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი 11 აგვისტო 2025

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ერთ-ერთი სამიზნე რუსული ნავთობის სექტორი გახდა.  პირველი მასშტაბური სანქციები ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაწესდა.კერძოდ, 2022 წლის დასაწყისიდან, ევროკავშირმა აკრძალა რუსეთიდან საზღვაო გზით ნედლი ნავთობის შეძენა, რასაც მალევე შეუერთდა დიდი ბრიტანეთი. მომდევნო ნაბიჯი რუსულ ნავთობზე ე.წ. ფასის ზედა ზღვარის დაწესება იყო - $60 ბარელზე. აღნიშნული შეზღუდვა 2025 წლიდან შეიცვალა და ბარელზე 47.6 დოლარი გახდა (ამოქმედდება 2025 წლის 3 სექტემბრიდან).  2023 წლიდან კი ევროკავშირმა რუსეთიდან  რაფინირებული ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა.  ევროკავშირის მიზანია, 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად გაუქმება.

 

მიუხედავად ამისა, რუსეთი ახერხებს ექსპორტის შენარჩუნებას აზიურ ბაზრებზე. დღეს  რუსული ნავთობის მთავარი მომხმარებლები არიან ჩინეთი (დაახლოებით 47%) და ინდოეთი (38%). ასევე, მნიშვნელოვანი წილი უჭირავს თურქეთსა და ბრაზილიას. სწორედ თურქეთი მიიჩნევა რუსული ნავთობის ევროპაში მოხვედრის სატრანზიტო წერტილად.  რუსეთი წარმატებით იყენებს ალტერნატიული გადაზიდვის სქემებსაც, რაც მას საშუალებას აძლევს სანქციების გვერდის ავლით მოახდინოს მიწოდება. 2024 წლის ბოლოდან რუსული Urals-ის ნავთობის ფასი მუდმივად ჩამორჩებოდა ბარელზე დაწესებულ 60 აშშ დოლარიან ზღვარს, რაც მისი ლეგალურად გადაზიდვის საშუალებას იძლეოდა. 

 

მიმდინარე წლის ზაფხულიდან, აშშ-ის ადმინისტრაციამ, დააანონსა დამატებითი ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სანქციების მიუხედავად რუსულ ნავთობს ყიდულობენ.  აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 აგვისტოს უკვე გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით რუსეთთან ნავთობით ვაჭრობის გამო  ინდოეთს  იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესდა.

 

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული ნავთობპროდუქტების საქართველოში იმპორტიც. თუკი მანამდე რუსეთის წილი ნავთობპროდუქტების მთლიან იმპორტში 10-25%-ის ფარგლებში იყო, ომის დაწყების შემდგომ მან რეკორდული ზრდა დაიწყო და 2025 წლის საწყის 6 თვეში 47.3%-შეადგინა. 2021 წელს საქართველომ რუსეთიდან ჯამურად 135 მლნ. დოლარის ნავთობპროდუქტები შეიძინა - 2022 წელს კი რეკორდული მოცულობის - 621.6 მლნ. დოლარის. ჯამურად, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ საქართველომ რუსეთიდან დაახლოებით 2 მლრდ. დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები შეიძინა.

 

წყარო: საქსტატი

წყარო: საქსტატი

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყებას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მსოფლიოში ნავთობის ფასის მატებაზე. ამ პერიოდში საწვავი მნიშვნელოვნად გაძვირდა საქართველოშიც და “ქართულმა ოცნებამ” ნავთობიმპორტიორებს საწვავის ალტერნატიული, იაფიანი ბაზრების მოძიებისკენ მოუწოდა, რასაც თან მოჰყვა კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ბაზრის შესწავლა და  სააგენტომ საწვავზე მაღალი ფასების შენარჩუნებისთვის 5 კომპანია 4 მლნ-მდე ლარითაც დააჯარიმა.  მაშინ, კონკურენციის სააგენტო მბობდარომ კომპანიები რუსეთიდან შესყიდულ შედარებით იაფ საწვავს ევროპული ფასით ყიდდნენ.

 

შედეგად, ბოლო წლებში საქართველოში ნავთობპროდუქტების მთავარი მომწოდებელი ქვეყნების სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა, და რუსეთი დომინანტი ქვეყანა გახდა. 2021 წელთან შედარებით, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდამ 2022 წელს, 360% შეადგინა.


აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან  საქართველომ ნავთობპროდუქტების იმპორტი დაიწყო უზბეკეთიდანაც - კერძოდ, უზბეკეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი ისტორიულად ან მინიმალური იყო, ან საერთოდ არ ხორციელდებოდა. მაგალითად, 2018-2021 წლებში იმპორტი საერთოდ არ დაფიქსირებულა. 2024-ში კი მან ისტორიულ მაქსიმუმს 25.8 მლნ დოლარს მიაღწია. 2025 წლის 6 თვეში კი უზბეკეთიდან უკვე შემოვიდა 8.2 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები.

 

2024 წლიდან, მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს ნავთობპროდუქტების იმპორტი თურქეთიდანაც. კერძოდ, თუკი წლების განმავლობაში თურქეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი 40 მლნ. დოლარის ფარგლებში იყო, 2024 წელს მან 77.2 მლნ დოლარი შეადგინა, წლის პირველ 6 თვეში კი 34.1 მლნ დოლარი.

შემცირებულია იმპორტი თურქმენეთიდან - და მან წლის პირველ ნახევარში ისტორიული მინიმუმი შეადგინა - 7.8 მლნ დოლარი.

 

წყარო: საქსტატი

 

საქართველოს რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იმაზე იაფი უჯდება, ვიდრე ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაშია. ასე მაგალითად, 2025 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან ერთი ტონა ნავთობპროდუქტების შესყიდვა საშუალოდ 695 დოლარი ჯდებოდა, დანარჩენი მსოფლიოს შემთხვევაში კი ერთი ტონის იმპორტის საშუალო ღირებულება 794 დოლარის ფარგლებში იყო.  აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ნავთობპროდუქტების ფასთა შორის სხვაობას, გეოგრაფიული მდებარეობის გარდა, განაპირობებს თავად ნავთობპროდუქტების ტიპებიც, - კერძოდ, საწვავი როგორც ნავთობპროდქტების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყოფა როგორც მაღალფასიან აგრეთვე შედარებით დაბალფასიან კატეგორიებად.

 

წყარო: საქსტატი 

 

 

შენიშვნა: საშუალო ფასები მიღებულია იმპორტირებული ნავთობპროდუქტების საერთო მოცულობის და საერთო ღირებულების მიხედვით.  აღნიშნული გაანგარიშება ვერ  უზრუნველყოფს მსგავსი კატეგორიის ნავთოპროდუქტებს შორის არსებულ ფასებში განსხვავებების შესახებ ზუსტ ინფორმაციას.

 

ნავთობპრდუქტების მსხვილი იმპორტიორები საქართველოში

 

2024 წელს, ქვეყანაში 1 668 280 000  ლიტრისაწვავისიმპორტიგანხორციელდა 47 კომპანიისმიერ. კონკურენციის სააგენტოს მონაცემებით, 3 მსხვილიიმპორტიორისწილიბაზრისიმპორტისდონეზე 44%-ის, 5 მსხვილიიმპორტიორისწილიკი 62%-ისფარგლებშია. გასულ წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 54%, რომელსაც მოჰყვება ბულგარეთი - 16.7% და რუმინეთი - 14.7%. 

კონკურენციის სააგენტოს მონაცემებით, საავტომობილო საწვავის ბაზარზე დომინანტი კომპანიებია:

 

        სოკარი

        ლუკოილი

        რომპეტროლი

        ვისოლი

        გალფი

 

შპს „რომპეტროლ საქართველო“ მსხვილი კომპანიებიდან წარმოადგენდა ერთადერთ ეკონომიკურ აგენტს, რომელსაც კონკურენციის სააგენტოს მიერ 2022 წლის შესასწავლ პერიოდში არ გააჩნდა რუსული წარმომავლობის საავტომობილო საწვავი. კომპანია იმპორტს საკუთარი ნავთობბაზიდან - რუმინეთიდან ახორციელებს. რაც შეეხებათ სხვა კომპანიებს, საქართველოში მოქმედი მსხვილი იმპორტიორების ნაწილი რუსული წარმომავლობისაა.  მაგალითად, 2022 წლამდე "გალფის" მეწილე რუსული როსნეფტი იყო, რომლის წილიც ქართულმა მხარემ გამოისყიდა.

 

„ლუკოილ ჯორჯიას“ 100%-ის მფლობელია LITASCO SA, რომელსაც, თავის მხრივ, ფლობს რუსული Lukoil Public Joint Stock Company. რუსული „ლუკოილი“ 2022 წლის იანვარში ამერიკის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა.  რაც შეეხება ევროკავშირს - Lukoil-ი ევროგაერთიანების მხრიდან სანქცირებული არ არის.  ევროკავშირი განიხილავდა სანქციების დაწესებას Litasco-ს დუბაის ფილიალზე, რომელიც  Lukoil-ის სავაჭრო დანაყოფია, თუმცა ის სიიდან ამოიღეს უნგრეთის წინააღმდეგობისა და სუსტი სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ ეტაპზე სანქციების სიაში შეყვანილია Litasco-ს დუბაის გადამზიდავი კომპანია Eiger Shipping DMCC.

 

“სოკარი” აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიაა, ხოლო “ვისოლი” კი ქართული წარმომავლობის.

 

რაც შეეხება საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტ-რეექსპორტს: წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან ექსპორტ/რეექსპორტზე ნავთობპროდუქტები მსოფლიოს 23 ქვეყანაში გავიდა, აქედან ყველა დიდი მოცულობით კი ნიდერლანდებსა და სომხეთში.  გასულ წელს საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა და 94.6 მლნ. დოლარს მიაღწია - წლიური ზრდა 40%-ს აღემატება.  წლის პირველ 6 თვეში ნავთობპროდუქტების ექსპორტ-რეექსპორტმა უკვე გადააჭარბა 45 მლნ. დოლარს, საიდანაც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 11.5 მლნ. დოლარს შეადგენდა.

 

წყარო: საქსტატი

 

აღსანიშნავია, რომ ცალკეული  ჟურნალისტური გამოძიებების მიხედვით, საქართველოდან ნავთობის ექსპორტი შესაძლებელია გაცილებით მეტი იყოს  ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა ამბობს. მაგალითად, IFACT-ის  ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო ბაზებში ასახული მონაცემები არ ემთხვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს. ასე მაგალითად, საქსტატის მონაცემებით,  საქართველოდან ესპანეთში 2023 წელს ნავთობი ექსპორტზე არ გასულა. საერთაშორისო ბაზებში კი ჩანს, რომ საქართველოდან ესპანეთში მხოლოდ ამ წელს 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი შევიდა.

 

საქართველოს რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე შეზღუდვები არ დაუწესებია და შესაბამისად, რუსული პროდუქციის იმპორტი საქართველოში კანონიერად ხორციელდება. თუმცა, რუსულ ნავთობზე  მაღალი დამოკიდებულება რისკის ქვეშ აყენებს ბაზრის სტაბილურობას, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ რუსულ კომპანიებზე, რომელთა ნაწილი ქართულ ბაზარზეც ოპერირებს, კონკრეტული შეზღუდვები წესდება სანქციების გვერდის ავლით პროდუქციის დასავლეთისთვის მიწოდების გამო. აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ნავთობით ვაჭრობის მაქსიმალური შეზღუდვისათვის აშშ-ს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული სატარიფო პოლიტიკის  სისრულეში მოყვანა, მნიშვნელოვნად შეცვლის მსოფლიო ნავთობის ბაზრის სტრუქტურას. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ნარატივი, როგორც საზღვარი: რუსეთის ფსიქოლოგიური ოპერაციების სტრატეგიის შეფასება

08.08.2025

დამალული სასამართლო სტატისტიკა

04.08.2025

ცენტრალურ აზიამდე თუ რუსეთში? - ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული ზრდა

30.07.2025
განცხადებები

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024