მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 3 ივნისი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს დამოუკიდებელ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, რომელიც ასეთ რთულ გარემოში აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

 

სინდისის პატიმარი - მზია ამაღლობელი - დამოუკიდებელი მედიის ერთ-ერთი სიმბოლო - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი, მზია ამაღლობელი, კვლავ პატიმრობაში რჩება. მისი საქმე, ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრების საქმეები, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც პროცესების მიმდინარეობისას ნათლად ჩანს.

 

ფიზიკური ძალადობა მედიის წინააღმდეგ - პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე დამოუკიდებელი ჟურნალისტებზე თავდასხმისა თუ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინციდენტებიდან არცერთი საქმე არ არის გამოძიებული და არცერთი მოძალადე პასუხისგებაში მიცემული, რაც ამყარებს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას.

 

სამართლებრივი რეპრესიები - „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში ინიციირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა საჩივრით და პარტიისთვის არასასურველი სიტყვებისა და ტერმინების გამოყენების გამო  „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“  სამართალდამრღვევად ცნობა და დასანქცირება მოითხოვა.

 

აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური, უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია.

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი - “ქართული ოცნების” სამსახურში - საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარება უკვე აშკარად აჩვენებს, რომ მისი ხელმძღვანელობა ემსახურება “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებს. დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე მონაწილეობენ დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების დევნასა და დათხოვნაში. მაუწყებელი დღითიდღე ემიჯნება საზოგადოებას და რეალურ ფუნქციას კარგავს, რასაც მოწმობს სარედაქციო პოლიტიკის ტენდენციური შინაარსი და განსხვავებული მოსაზრების მიზანმიმართული უგულებელყოფა.

 

სასამართლო შენობებში კამერების აკრძალვა - დახურულ საჯარო უწყებების სიას დაემატა სასამართლო სისტემაც. გასულ კვირას მედიას კვლავ შეეზღუდა კამერებით შესვლა სასამართლო შენობებში - მაშინ, როცა ერთდროულად მიმდინარეობდა რამდენიმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროცესი. ეს ნაბიჯი არღვევს საჯაროობის პრინციპს და ხელს უშლის საზოგადოებას სასამართლო პროცესების მონიტორინგში.

 

ჟურნალისტების დაჯარიმება - მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე კვლავ გრძელდება სისტემური ზეწოლა - მათ ყოველდღიურად აჯარიმებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებას ცდილობენ. ეს პრაქტიკა წარმოადგენს თავისუფალი პრესის დევნის პირდაპირ მაგალითს.

 

ეკონომიკური ზეწოლა - დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება ფინანსური ბერკეტების  საშუალებით. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების აკრძალვასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ ბიზნეს-კომპანიებზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ შეწყვიტონ კონტრაქტები დამოუკიდებელ მედიასთან. ბიზნესს აიძულებენ, უარი თქვას მაღალი რეიტინგის მქონე არხთან თანამშრომლობაზე.

 

მიზანმიმართული დეზინფორმაცია - დამოუკიდებელი მედიასა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უწყვეტად მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია. ამით “ქართული ოცნება” ცდილობს საზოგადოებაში მედიისადმი უნდობლობის დათესვას და ინფორმაციის ობიექტური წყაროების დისკრედიტაციას.

 

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას და აგრძელებს მათ მხარდაჭერას დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და უკეთესი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

 

ქართველი საზოგადოება იმსახურებს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, რომელიც უზრუნველყოფს სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მოქალაქეთა სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

 

მედიის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024