კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში და მის შემდგომ პერიოდში

სიახლეები 19 მარტი 2013

 

 

კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში და მის შემდგომ პერიოდში

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი წარმოადგენს IDFI-ის ხედვას საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითზე, რაც ითვალისწინებს ყველა მოქალაქისათვის გარანტიას, რომ საფასურის გადახდის გარეშე ან ხელმისაწვდომ ფასად მიიღონ საეთერო ციფრული სატელევიზიო მომსახურება, რომლის ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას განახორციელებენ კონკურენტულ ბაზარზე მოქმედი სამაუწყებლო ციფრული ქსელის ოპერატორები და მაუწყებლები.
ანალოგური საეთერო მაუწყებლობის ბიზნეს მოდელისაგან განსხვავებით, სადაც ყველა მაუწყებელი თავად მართავდა საკუთარ გადამცემ ქსელს, კონკურენციასთან დაკავშირებული  საკითხების რეგულირება უფრო აქტუალურია ციფრული საეთერო ტექნოლოგიის დანერგვისას, რადგან თუ არ მოგვარდება დაშვების, გამჭვირვალობის და სხვა პრობლემები, არსებობს კონკურენციის შეზღუდვის რისკები, რაც საფრთხეს უქმნის ციფრულ მაუწყებლობის პროცესს და  მედია პლურალიზმს.
მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ სატელეკომუნიკაციო სექტორში კონკურენციის რეგულირებისაგან განსხვავებით, სამაუწყებლო სფერო გამოირჩევა ტრანსლირებული კონტენტის მიმართ დიდი საზოგადოებრივი და სახელმწიფო დატვირთვით, შესაბამისად კონკურენციის რეგულირება ამ სფეროში უნდა განხორციელდეს მკაფიოდ და გონივრულად, განსაკუთრებით ციფრულ საეთერო პლატფორმაზე გადასვლის პერიოდში.
საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის საწყის ეტაპზე, შეზღუდული სიხშირული რესურსის და სხვა ობიექტური ფაქტორების გამო, საეთერო მაუწყებლობის მიწოდების ბაზარზე წარმოდგენილი იქნება მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მქონე კომპანიები, რის გამოც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განახორციელოს ზუსტი რეგულირება სხვადასხვა მიმართულებით.  
სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისას, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, უნდა წინასწარ განსაზღვროს, თუ რომელ ბაზარზე უნდა მოხდეს ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა მიუხედავად წინასწარი რეგულირებისა, ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის საწყის ეტაპზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა განახორციელონ სისტემატური კონტროლი  ამ მიმართულებით.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის გარემოებაც, რომ არსებული ანალოგური ტრანსლირების ქსელი, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს საკუთრებაა. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს გარკვეულ რისკის შემცველს, სწორედ კონკურენციის შეზღუდვის კუთხით  და პირველ რიგში მცირე ბიუჯეტიანი, ადგილობრივი და  რეგიონული ტელევიზიებისათვის.

 

 

კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში და მის შემდგომ პერიოდში

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024