სამთავრობო დაწესებულებების ელექტრონული კომუნიკაციის სტრატეგია

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 13 თებერვალი 2013

ელექტრონული მმართველობის განვითარება არ გულისხმობს მხოლოდ სახელმწიფო ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ პირველ რიგში მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდას, გამჭვირვალე მმართველობას და ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის თანამედროვე ფორმების დამკვიდრებას ნიშნავს, რაც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობაში გამოიხატება.

საქართველომ ელ-მმართველობის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. ამას მოწმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევაც, რომლის თანახმად საქართველომ 2012 წლისთვის 102 ადგილიდან 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა გლობალურ ინიციატივას და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში აიღო ვალდებულება განავითაროს გამჭვირვალე მმართველობის სისტემა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო მომსახურების გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის გზით.

უნდა აღინიშნოს, რომ სამთავრობო უწყებები მეტ-ნაკლებად ცდილობენ მაქსიმალურად ინფორმაციული გახადონ და დახვეწონ ოფიციალური ელექტრონული რესურსები (ვებ-გვერდები, სოციალური ქსელები), ბევრი საჯარო დაწესებულება საკმაოდ საინტერესო ელექტრონულ სერვისებს და ინიციატივებს სთავაზობს მომხმარებელს. თუმცა ისინი ნაკლებად გამოიყენება საკომუნიკაციო პროცესში. საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის შექმნილი ერთიანი სამთავრობო პორტალი, რომელიც მოქალაქეებთან ინტერაქციას და აზრთა გაცვლას გახდის შესაძლებელს. IDFI-ის მიერ ჩატარებულმა სხვადასხვა სახის კვლევებმა დაადასტურა, რომ არც უკვე არსებული რესურსების გამოყენება ახდება რაციონალურად და ეფექტურად. პოზიტიური ძვრების მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ ეტაპზე კომუნიკაცია ხელისუფლებასა და მოქალაქეს შორის, როგორც ვებ-გვერდებზე ასევე სოციალურ ქსელებში, ცალმხრივი ხასიათისაა. საჯარო დაწესებულებების მოქალაქეებთან ურთიერთობის სტრატეგიის, ელექტრონული რესურსების გამოყენების ხარისხის და კომუნიკაციის დონის შეფასების მიზნით, პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში სამთავრობო უწყებებიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე კვლევა მოვამზადეთ. საჯარო დაწესებულებებს დაეგზავნათ შეკითხვები საზოგადოებასთან ურთიერობის სამოქმედო გეგმის, ოფიციალური ვებ-გერდების მომხმარებელთა რაოდენობის, ონლაინ სერვისებზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა სტატისტიკისა და ოფიციალურ ელ-ფოსტაზე და ვებ-გვერდზე არსებული მიწერის ფორმის მეშვეობით შემოსული შეკითხვებისა და მათზე გაცემული პასუხების შესახებ.

კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს მთელი რიგი პრობლემები როგორც კომუნიკაციის, ასევე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. საჯარო დაწესებულებების მხრიდან სათანადო ყურადღება არ ეთმობა ვებ-გვერდებზე არსებულ საკომუნიკაციო საშუალებებს, უმეტეს შემთხვევებში არ ხდება ელ-ფოსტითა და ვებ-გვერდზე ინტეგრირებული მიწერის ფუნქციით საჯარო დაწესებულებებში შესული წერილების აღრიცხვა, სამთავრობო უწყებები ხშირად არც მათი ვებ-გვერდების მომხმარებელთა რაოდენობით ინტერესდებიან.

საჯარო დაწესებულებების უმეტესობას არ აქვს შემუშავებული საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიული გეგმა. გამოიკვეთა დადებითი ტენდენციაც, სამთავრობო უწყებების პასუხებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის თანდათან პრიორიტეტული ხდება მოქალაქეებთან კომუნიკაციის დახვეწა და გაუმჯობესება.

 

 პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

 

სამთავრობო დაწესებულებების ელექტრონული კომუნიკაციის სტრატეგია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024