ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში

პროექტები | დასრულებული პროექტები 2 ივლისი 2012

 

 

 

 

 

 

 

პროექტის სათაური:„ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“.
პოექტის ფინანსურიმხარდაჭრა: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა
„საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC)
პროექტის ბიუჯეტი: $59 800,00 
პროექტის ხანგრძლივობა: 01 ივნისი 2012 31 მაისი, 2013

 

2012 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 31 მაისის ჩათვლით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC)-ის ფარგლებში არსებული გრანტის „პარტნიორობა ცვლილებისთვის“ დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“.

პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული მონაწილეობის საერთაშორისო მაგალითების კვლევა-ანალიზის საფუძველზე, საქართველოში თანამედროვე ელ-კომუნიკაციის განვითარების ხელშესაწყობად, ქართული საზოგადოებისთვის პოლიტიკურ დაგეგმვაში მათი ჩართულობის დონის ასამაღლებლად საჭირო საშუალებების გაცნობა და სამთავრობო/სამოქალაქო პლატფორმების დანერგვა-დახვეწის გზების ძიება.

 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია აპირებს რამდენიმე ამოცანის განხორციელებას/მიღწევას:

  • საერთაშორისოგამოცდილებისგათვალისწინებით, ელ-მონაწილეობისა და ელ-ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკების, ინოვაციური პროექტების, პლატფორმების  შესახებ კვლევისმომზადება;
  • ქართული საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური პარტიების ვებ-გვერდების საკომუნიკაციო ელემენტებისა და მათი სოციალური ქსელების შესწავლით, მათ მიერ ათვისებული ელ-ჩართულობის კომპონენტების განსაზღვრა და  გამოწვევების გამოაშკარავება;
  • ელ-მონაწილეობის უცხოური მაგალითებისა და მექანიზმების შესწავლით,  საქართველოს საჯარო სტრუქტურებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
  • აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის ელექტრონული ფორმატის თანამედროვე საშუალებების განვითარების ადვოკატირება სამთავრობო ვებ-სივრცისა და ელექტრონული ჩართულობის გზით;
  • სოციალური ქსელებისა და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, რიგითი მოქალაქეების ინფორმირება ელ-ჩართულობის მნიშვნელობის, ამ მიმართლებით მათ ხელთ არსებული რესურსებისა და ბერკეტების შესახებ;
  • საზოგადოებასა და საჯარო სტრუქტურებს შორის ნდობის ამაღლებისა და მათ შორის კომუნიკაციის გაზრდის მიზნით, უკვე დანერგილი ინიციატივების გაუმჯობესებისა და ახალი ინიციატივების წასახალისებლად, ერთობლივი გზების ძიება, დისკუსიების მოწყობა;
  • ელექტრონული მედიის მიერ გაშუქებული საარჩევნო კამპანიის მონიტორინგი.

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:

  • მოსამზადებელ ეტაპზე შემუშავდება კვლევის მეთოდოლოგია;
  • შემდეგ ეტაპზე დაიწერება კვლევა, რომლის ფარგლებში ჩატარდება სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიის, მედიის, საჯარო დაწესებულებების და დამოუკიდებელი კანდიდატების სოციალური ქსელების მონიტორინგი;
  • შემუშავდება რეკომენდაციები საჯარო სექტორისა და პოლიტიკური პარტიებისთვის;  
  • შემუშავდება სამართლებრივი რეკომენდაციები საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის;
  • შეიქმნება ბლოგი, სადაც მუდმივად განახლდება ინფორმაცია;
  • მოეწყობა საჯარო დისკუსიები;
  • მოეწყობა შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან;
  • ჩატარდება სოციალური ქსელების მომხმარებელთა გამოკითხვა;
  • მომზადდება ვიდეო რგოლები ელ-მონაწილეობის შესახებ და განთავსდება პროექტისთვის შექმნილ YouTube არხზე;
  • მომზადდებადა გავრცელდება პროექტის ძირითადი შედეგების ბროშურა;
  • გაკეთდება პროექტის პირველადი და საბოლოო შედეგების პრეზენტაცია.

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

გორში, მასწავლებლებისთვის ვებგვერდის www.gorimaps.ge წარდგენა გაიმართა

27.03.2023

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022