დისკუსია საჯარო დაწესებულებების ვებ-რესურსებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 აპრილი 2013

2013 წლის 2 აპრილს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ დისკუსია გამართა საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების  წარმომადგენლებთან.


შეხვედრაზე, რომელიც პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო,  განხილულ იქნა საჯარო დაწესებულებების ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმების ეფექტურობის საკითხი.

IDFI -მ წარმოადგინა კვლევები სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე არსებული საკომუნიკაციო მექანიზმებისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სტრატეგიის შესახებ.

IDFI -მ 23 საჯარო დაწესებულების მათ შორის პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ცესკოს, სახელმწიფო აუდიტისა და თბილისის მერიის ვებ-გვერდებზე არსებული ელ - მონაწილეობის საშუალებების მინიტორინგი ჩაატარა.

 ვებ-გვერდები ელ-მმართველობის საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა: მომხმარებლის მუდმივი ინფორმირება, ინტერაქციული მექანიზმების არსებობა ვებ-გვერდებზე, რომლებიც მოქალაქეებს უწყებასთან კავშირს და საკუთარი აზრის გამოხატვას უადვილებს და გადაწყვეტილების მიღების პროვესში საზოგადოების უშუალო მონაწილეობას უზრუნველყოფს.
 
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საჯარო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაცია ცალმხრივია. ვებ-გვერდებზე არ არის გათვალისწინებული შესაბამისი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სახელმწიფო დაწესებულების უმეტესობა ამ ეტაპზე საკუთარი ვებ-რესურსების განვითარებაზე მუშაობს, შეხვედრაზე საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ინსტიტუტის რეკომენდაციები ხელს შეუწყობს მათი ოფიციალური ვებ-გვერდების ინფორმაციული და  საკომუნიკაციო მექანიზმების დახვეწას. ბევრმა მათგანმა გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა IDFI-სთან მოქალაქეებთან სატელეფონო და პირისპირ კომუნიკაციის სერვისების გაუმჯობესების საკითხებზეც ითანამშრომლონ.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარაჭერით, პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024