სამთავრობო ცვლილებების ასახვა საჯარო დაწესებულებების ელექტრონულ რესურსებზე

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 15 ნოემბერი 2012

ავტორი: თეონა ტურაშვილი

 

პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ – ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით საქართველოს მოქალაქეებსა და საჯარო დაწესებულებებს შორის ეფექტური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა და განვითარებაა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ინსტიტუტის მკვლევარები 19 სამთავრობო დაწესებულების ელექტრონული რესურსების კვლევას აწარმოებენ.

 

პოლიტიკური ცვლილებების ფონზე შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე, კვლევითი ჯგუფი დაინტერესდა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებიდან დღემდე რამდენად ფუნქციონირებენ შერჩეული კვლევითი სუბიექტების ელექტრონული რესურსები. აღმოჩნდა, რომ ცხრამეტი უწყებიდან თხუთმეტი გარკვეული სიხშირით დებს საკუთარი საქმიანობის შესახებ სიახლეებს. ორი საჯარო დაწესებულების (საქართველოს მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო) გარდა ყველა მათგანმა განათავსა მინისტრისა და მისი მოადგილეების შესახებ სხვადასხვა ცნობები. დაწვრილებითი ცნობები შეგიძლიათ იხილოთ სურათებზე მოცემულ გრაფიკებში.

 

 

გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ Google Document-ის სახით შემდეგ ბმულეზე.

 

 

გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ Google Document-ის სახით შემდეგ ბმულზე.

მონიტორინგის შედეგად ხარვეზები აღმოჩნდა რამდენიმე დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე.

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე მინისტრის შესახებ არსებული ცნობები

 

კონკრეტულად, განთავსებული არაა იუსტიციის სამინსიტროს ხელმძღვანელი პირისა და მისი მოადგილეების ბიოგრაფიული ცნობები. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მართალია განთავსებულია მინისტრის ბიოგრაფია, მაგრამ მოადგილეების შემთხვევაში მოცემულია მხოლოდ სახელი და გვარი, რაიმე ტიპის საკონტაქტო ან ბიოგრაფიული ცნობების დართვის გარეშე.

 

 

საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი

 

პოლიტიკური ცვლილებები აისახა საქართველოს მთავრობისა (გვერდი რეკონსტრუქციის ქვეშაა) და შინაგან საქმეთა სამინისტროს (გვერდი არ ფუნქციონირებს) ვებ-გვერდებზე.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი, 9 ნოემბრის მონაცემებით. დღეს გვერდი აღარ იხსნება

 

საგულისხმოა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე აღმოჩენილი ტექნიკური გაუმართაობაც: გათიშულია და აღარ ფუნქციონირებს საკმაოდ მნიშვნელოვანი აპლიკაცია „დაუკავშირდი დეპუტატს“. მისი დახმარებით, მოქალაქეებს შეეძლოთ დაკავშირებოდნენ და საკუთარი პრობლემა პარლამენტის წევრებისთვის გაეზიარებინათ.

 

 

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ცარიელია აპლიკაცია „დაუკავშირდი დეპუტატს“

 

ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ხელშეწყობილი იყოს დაწესებულებების ელექტრონული რესურსების მდგრადობა და მიმდინარეობდეს ინფორმაციის მუდმივი განახლება. სამთავრობო ცვლილები რადიკალურად არ უნდა მოქმედებდეს საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების ფუნქციონირებაზე.

 

აუცილებელია, რომ უკვე არსებული სერვისების განვითარებასთან ერთად  დაინერგოს ახალი აპლიკაციები, რომელთა მთავარი მიზანიც პოლიტიკურ დაგეგმვაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა და შესაბამისად მთავრობის გამჭვირვალე საქმიანობის უზრუნველყოფა იქნება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024