FACEBOOK გვერდების მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები

სიახლეები 3 დეკემბერი 2012

e-communication, ელ-კომუნიკაცია

 

საქართველოში ეტაპობრივად ინერგება ელექტრონული მმართველობისა და გამჭვირვალობის პრინციპები. ამავე დროს ამ სფეროში მნიშვნელოვანი ინოვაციების დასანერგად  აუცილებელია როგორც მოქალაქეების, ასევე, მთავრობისა და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მზაობა, გააუმჯობესონ პირდაპირი კომუნიკაციის პლატფორმები, ხელი შეუწყონ  მოსაზრებების, იდეებისა თუ პრობლემების გაზიარებას. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უფრო ცალმხრივი კომუნიკაციის მიდგომაზე იყო აქცენტირებული. უკანა პლანზე იყო გადატანილი ხელისუფლების საზოგადოებასთან პირდაპირ დიალოგზე ორიენტირებული სტრატეგია. რაც გულისხმობს სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმების (ონლაინ გამოკითხვები,  საჯარო განხილვები და დისკუსიები) ანუ პირდაპირი დემოკრატიის თანამედროვე ტრენდების დანერგვას. ამ მიდგომის უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ მისი განვითარებით, სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურად ჩაერთვებიან პოლიტიკური დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღებისა და მათი აღსრულების პროცესში.

 

ელექტრონული ჩართულობის კუთხით, საქართველო საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშეა. ამაზე მეტყველებს რამდენიმე საერთაშორისო კვლევა. მაგალითად, 2011 წლის The Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსით, მოქალაქეების ჩართულობის მხრივ, საქართველო მხოლოდ 102-ე ადგილს იკავებს.  გაეროს მიერ წარმოდგენილი ელექტრონული მმართველობის რეიტინგში კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველომ სწორედ ელ-მონაწილეობის კუთხით აჩვენა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი სივრცე საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროექტის – „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ – ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ამგვარი სამოქალაქო პლატფორმების ინიცირებაა. რაც უზრუნველყოფს საჯარო დაგეგმვის ნებისმიერ დონეზე საქართველოს მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას. აღნიშნული ინიციატივის შემუშავებაში გადამწყვეტი იქნება უცხოური გამოცდილების გაზიარება. თუმცა, მანამდე საჭიროა, ქართული რეალობის შესწავლა. კერძოდ, დღეს მოქალაქეებისთვის საჯარო დაწესებულებებთან პირდაპირი კომუნიკაციის ერთ-ერთ მექანიზმს სოციალური ქსელი Facebook-ი წარმოადგენს. რაიმე ტიპის სამოქალაქო პლატფორმის არარსებობის პირობებში, სწორედ აღნიშნულ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ოფიციალურ წარმომადგენლობებზე მოქალაქეების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების განთავსების შესაძლებლობა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური ჩართულობისა და კომუნიკაციის დამყარების ერთ-ერთ საშუალებად.

 

ჩვენი კვლევის ფარგლებში მონიტორინგი ჩაუტარდა 19 საჯარო დაწესებულების, 11 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედიასაშუალების ოფიციალურ Facebook გვერდებს. ამგვარი მიდგომის მთავარი მიზანი გახლდათ იმის გამორკვევა, თუ რამდენად ეფექტური კომუნიკაცია არსებობს სოციალურ ქსელებში აქტიურ პირებსა და კვლევით სუბიექტებს შორის ხსენებული სოციალური ქსელის გვერდებზე. ეს ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდია, საბოლოოდ, უფრო ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო პლატფორმის ინიცირებისთვის.

 

მონიტორინგის ფარგლებში აღმოჩენილი პრობლემების ანალიზის მიხედვით აშკარაა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ს საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, ორგანიზაციები და დაწესებულებები საკმაოდ არაეფექტურად იყენებენ. გამოიკვეთა პრობლემები აღნიშნული ქსელის აქტიურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარებისა და მათგან მიღებული ინიციატივები გათვალისწინების თვალსაზრისით.

 

გთავაზობთ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, რაც საგულისხმო შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი სამთავრობო უწყების, პოლიტიკური პარტიის, მედია საშუალებისა თუ სხვა ორგანიზაციისთვის, რომელებიც სოციალურ ქსელ Facebook-ს მის მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად იყენებენ. ვფიქრობთ, რეკომენდაციები სასარგებლო უნდა იყოს პირველ რიგში საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, მოქალაქეებთან საკუთარი საკომუნიკაციო სტრატეგიის დასახვეწად თუ გადასახალისებლად.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

21.01.2022

ჩემი გრაფიკული ისტორია: საბჭოთა რეპრესიები აჭარაში კომიქსების ენაზე

13.01.2022

პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ დასკვნითი ღონისძიება

11.01.2022

კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნები „ინტერნეტ კონტენტის“ რეგულირებასთან დაკავშირებით

30.12.2021
განცხადებები

პრეზიდენტისადმი მოწოდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების თაობაზე

13.01.2022

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების შესახებ

05.01.2022

2021 წლის 28 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ საზოგადოება საერთაშორისო მემორიალის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

29.12.2021

კოალიცია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება

28.12.2021
ბლოგპოსტები

იმერეთის რეგიონში სპორტის მუნიციპალური პოლიტიკის და მერიებს დაქვემდებარებული სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზი

17.01.2022

სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა - უახლესი ტენდენციები ციფრებში

17.01.2022

თვითმკვლელობის დინამიკა საქართველოში

17.01.2022

ტრანსპორტის სექტორში სათბურის გაზების ემისიების შემცირების ღონისძიებების გავლენის შეფასება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით

17.01.2022