მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 23 მაისი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობის შეზღუდვისა და აჭარაში გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს ეხმაურება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტებს შენობაში კამერების შეტანის უფლება ჩამოართვა. 22 და 23 მაისს მედიის წარმომადგენლებს სასამართლოში სრულფასოვნად მუშაობის საშუალება შეეზღუდათ.

 

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეს შეზღუდვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესებზე გავრცელდა. ამასთანავე, კოალიცია მკაცრად გმობს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე „აჭარა თაიმსის” გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურ ძალადობას და მისი სხდომიდან გაძევების ფაქტს.

 

ჟურნალისტების მიმართ ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და წარმოადგენს ღია თავდასხმას მედიის თავისუფლებაზე. საქართველოში ამჟამად არსებული სამუშაო გარემო მედიის თავისუფლებისთვის კრიტიკული და მნიშვნელოვნად შემზღუდველია.

 

ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა ზიანს აყენებს დემოკრატიულ პროცესებს და ზღუდავს საზოგადოების ინფორმირების უფლებას. მედიის ადვოკატირების კოალიცია დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედიას სრულ სოლიდარობას უცხადებს და მოითხოვს ყველა საჯარო მოსამსახურისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ ჟურნალისტური საქმიანობის შემზღუდველი ქმედებების შეწყვეტას.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024