ელექტრონული ჩართულობა საქართველოში - კვლევის მეორე ეტაპის შედეგები

სიახლეები 13 ნოემბერი 2012

საქართველოში საჯარო დაწესებულებების, პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ სოციალური ქსელების ეფექტურად გამოყენებისა და ამ მიმართულებით არსებული ტენდენციების დასადგენად 1 ივლისიდან მონიტორინგი უტარდებოდა 19 სამთავრობო დაწესებულების, 8 პოლიტიკური პარტიის, 2 საჯარო პირსა და 6 მედია საშუალების გვერდს სოციალურ ქსელ Facebook-ში. კვლევის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა სექტემბერში და იგი მოიცავდა წინასაარჩევნო პერიოდის (ივლისი-აგვისტო) მონიტორინგის შედეგებს . აღნიშნული ნაშრომი კი მოიცავს როგორც საპარლამენტო კენჭისყრამდე, ასევე, თავად კენჭისყრის დღესა და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგი პერიოდის მონიტორინგის შედეგების შეჯამებას. კონკრეტულად, კვლევაში წარმოდგენილია სოციალურ ქსელებში არსებული ვითარება 1 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.

საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი პრობლემები და ტენდენციები:

  •   საჯარო დაწესებულებების შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ აღიქვამენ სოციალურ ქსელებს, როგორც მოქალაქეებთან კომუნიკაციის ყველაზე მარტივ და ეფექტურ საშუალებას;
  •  უწყებების უმეტესობას არ აქვთ გააქტიურებული პირადი გზავნილის მიწერის ფუნქცია, ამავე დროს დახურულია ე.წ. "კედელი". ამ ორი კომპონენტის არქონით მომხმარებელს ეზღუდება აზრის გამოხატვისა თუ  პრობლემის დაფიქსირების საშუალება;
  •  გვერდების ადმინისტრატორები სწრაფად და ეფექტურად არ ეხმაურებიან მოქალაქეთა კითხვებს და ხელს არ უწყობენ დისკუსიებს;
  • ხშირია შემთხვევა როდესაც საჯარო დაწესებულების გვერდებზე იშლება არა მარტო უცენზურო კომენტარები, არამედ ეთიკის ფარგლებში გამოხატული კრიტიკული აზრიც.
  • მთავრობის ცვლილება სიახლეების განთავსების სიხშირეზეც აისახა. რამდენიმე გვერდზე მთელი ოქტომბრის მანძილზე არცერთი აქტივობა არ დაფიქსირებულა. წინა თვეებთან შედარებით აქტივობის დონე მკვეთრად დაბალი იყო.


პოლიტიკური სუბიექტების Facebook გვერდების შემთხვევაში გამოიკვეთა შემდეგი გამოწვევები და ტენდენციები:

  • ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი საკმაოდ მწირი აპლიკაციების განთავსებით გამოირჩევა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.  განსაკუთრებულად მწირია საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობისა და მათი მოსაზრებების გაჟღერების ფუნქციის მქონე სერვისები - მაგალითად, პეტიციები, ონლაინ გამოკითხვები;
  • პარტიებისა და პოლიტიკური სუბიექტების გარკვეულ ნაწილს სოციალური ქსელების გვერდის დახმარებით მოსახლეობასთან კომუნიკაციის აგების თანმიმდევრული სტრატეგია არ გააჩნია;
  • ერთეული გამონაკლისების გარდა, პოლიტიკური სუბიექტების გვერდების ადმინისტრატორები მნიშვნელოვნად არ თვლიან მომხმარებელთა კითხვებზე პასუხის გაცემას. ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა არჩევნების დასრულების შემდეგ;
  • ხშირია კომენტარების გაქრობის ფაქტები, განსაკუთრებით კი იმ გვერდებზე სადაც მოქალაქეების აქტივობა მაღალია;
  • სოციალურ ქსელ Facebook-ში დაინტერესებული პირისთვის ხშირ შემთხვევაში რთულია პარტიის იდეოლოგიური პლატფორმის შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • პოლიტიკური აქტივობა და დისკუსია საკმაოდ პოლარიზებულია - მომხმარებელთა მაღალი ჩართულობა შეინიშნება მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტის გვერდზე;
  • არჩევნების შემდგომ, მკვეთრად იკლო პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარ სოციალურ ქსელებში აქტიურობის სიხშირემ.
     

ბოლოს, მედიასაშუალებების Facebook გვერდების კვლევამ აჩვენა, რომ:

  • ტელე-მედიასაშუალებების დიდი ნაწილის მიერ სოციალური ქსელების გამოყენების დონე და მათი საშუალებით მაყურებელთან კომუნიკაციის ხარისხი საკმაოდ დაბალია;
  • ტელეკომპანიების უმეტესობას მომხმარებელთან კომუნიკაციის ჩამოყალიბებული სტრატეგია არ გააჩნიათ;
  • Facebook-ის ადმინისტრატორები არ ეცნობიან ან არ ითვალისწინებენ საკუთარი გვერდის მომხმარებელთა კომენტარებს, არ პასუხობენ მოქალაქეების კითხვებს;
  • ნაწილი ტელეკომპანიების Facebook-ის გვერდებზე არ არის ინტეგრირებული ან არ ფუნქციონირებს თანამედროვე აპლიკაციები და სერვისები. არ შეინიშნება არანაირი წინსვლა მაყურებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და სერვისების დასახვეწად;
  • გამოიკვეთა, რომ მოქალაქეების აქტიურობა სოციალურ ქსელში საკმაოდ მაღალია. ამაზე მედიასაშუალებების გვერდების გამომწერთა რაოდენობა, მათ მიერ  განთავსებული ინფორმაციის მოწონების, გაზიარებისა და კომენტარების რაოდენობა მეტყველებს;
  • მომხმარებელთა მიერ პოზიციების დაფიქსირებისას ჭარბობს სიძულვილის ენა, მაგრამ გვხვდება  საინტერესო, კონსტრუქციული დიალოგები და მოსაზრებებიც.  

კვლევის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმის  განვითარება  მნიშვნელოვანია მოქალაქეების უკეთ ინფორმირების, მათი ჩართულობისა  და საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებისთვის, რაც კარგი მმართველობისა და ქვეყნის დემოკრატიული  განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.

 

იხილეთ ერთიანი კვლევა - პროექტის ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში მეორე ეტაპის შედეგები

 პოლიტიკური სუბიექტების Facebook გვერდების მონიტორინგი

 საჯარო დაწესებულებების ოფიციალური Facebook გვერდების მონიტორინგი

 მედია საშუალებების Facebook გვერდების მონიტორინგი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპორტული ფედერაციების 2019-2020 ხარჯების ანალიზი

23.09.2021

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური საკითხები - ესეების კრებული

22.09.2021

სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამა - დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები - დაიწყო

21.09.2021

არქივები და კონსპირაციის თეორები: ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაგალითი

17.09.2021
განცხადებები

IDFI ფარული მასალების გავრცელებას ეხმიანება

17.09.2021

IDFI-ის განცხადება გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით

08.09.2021

ევროკავშირის დახმარებაზე უარი საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა

31.08.2021

ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა

25.08.2021
ბლოგპოსტები

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა - სისტემური გამოწვევა საქართველოსთვის

16.09.2021

სახელფასო პოლიტიკა თვითმმართველობებში და პრემიერის დაპირება

12.08.2021

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი ოზურგეთში

13.05.2021

მოსაზრებები სამუსლიმანო საქართველოს სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებით

10.03.2021