IDFI-ის კვლევითი საქმიანობა 2012 წელს

კვლევითი საქმიანობა 28 აპრილი 2014

2012 წლის განმავლობაში IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) კვლევითი საქმიანობა გაფართოვდა და მოიცვა შემდეგი სფეროები: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ელექტრონული გამჭვირვალობა, ელექტრონული ჩართულობა, პროაქტიული გამოქვეყნება, ინფორმაციის თავისუფლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;

 

ინფორმაციის მისაწვდომობის თვალსაზრისით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა რამდენიმე კვლევითი აქტივობა განახორციელა: საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების სტატისტიკური კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ადმინისტრაციული ორგანოების გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის და ამ სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გზით. კვლევის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკა განმავლობაში IDFI-ის ანალიტიკოსებმა შეისწავლეს საჯარო დაწესებულებების ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის შინაარსი და მათი განთავსების ფორმა. საერთაშორისო პრაქტიკის კვლევისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი თანამედროვე ტენდენცია, კერძოდ, სამთავრობო უწყებები საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად პროაქტიულ რეჟიმში ხელმისაწვდომს ხდიან საზოგადოებისთვის საინტერესო მონაცემებს.

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით საგულისხმოა ასევე ლევან ავალიშვილის მიმოხილვა "ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში", სადაც ავტორი საუბრობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე და მიუთითებს დადებით ტენდენციაზე, რომ საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობა, მიუხედავად ზოგადი ხარვეზებისა და პრობლემებისა, რეალურად მუშაობს, რაზეც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს პოზიციაც მოწმობს.

 

რაც შეეხება ელექტრონულ გამჭვირვალობას, კვლევამ საქართველოს სასამართლო სისტემის ელ-გამჭვირვალობა აჩვენა, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების უმეტესობა ელ-გამჭვირვალობის შეფასების კუთხით ნაკლებად ინფორმაციულია მომხმარებლისთვის, ხოლო ტექნიკური გამართულობის ინდექსით აბსოლუტურად არ შეესაბამება თანამედროვე ვებ-სტანდარტებს. გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად და ვებ-გვერდების ინფორმაციული და ტექნიკური სრულყოფისათვის, გაიმართა კონსულტაციები სამართლის სპეციალისტებთან, განხორციელდა საქართველოსა და უცხოეთის 11 ქვეყნის შედარებითი ანალიზი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დადგენილ იქნა საქართველოს სასამართლოების ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის სტანდარტი.

 

კვლევა პროაქტიული გამჭვირვალობა საქართველოში განიხილავს საქართველოში საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიული გამოქვეყნების საკითხებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა ხშირ შემთხვევაში პრობლემატური ხდება, პირველ რიგში არასწორი ადმინისტრირების ან შეზღუდული რესურსების გამო. როგორც ავტორი აღნიშნავს, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ინსტიტუციურად დამკვიდრებისათვის პირველ რიგში აუცილებელია შესაბამისი საკონონმდებლო ბაზის შემუშავება რადგან, სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში სახელმწიფოს მიერ შემოღებული ელექტრონული გამჭვირვალობის მარეგულირებელი ნორმები წარმოადგენს მხოლოდ ერთმანეთთან დაუკავშირებელ, არასტანდარტიზებული სამართლებრივი რეგულირების მაგალითებს.

 

2012 წლის ივნისში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დაიწყო პროექტი "ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში, რომლის ფარგლებში IDFI-ის ანალიტიკოსები აკვირდებოდნენ საჯარო დაწესებულებების ოფიციალურ და სოციალური ქსელების გვერდებს და მოამზადეს მონიტორინგის შედეგები, გამოავლინეს რამდენად ეფექტური კომუნიკაცია არსებობს
მოქალაქეებსა და სამთავრობო დაწესებულებებს, პოლიტიკური პარტიებსა და მედია საშუალებებს შორის ხსენებული სოციალური ქსელის გვერდებზე; კვლევა ორწლიანია 2013 წლის მაისში დასრულდება;

 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წლის განმავლობაში IDFI-ის ანალიტიკოსებმა ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მოამზადეს ისეთი სახელმძღვანელოები, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება (გზამკვლევი), შენი უფლებაა იცოდე (პრაქტიკული საკითხავი მასალა);

 

გზამკვლევი ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკულ მაგალითებს და მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირებს მისცეს სათანადო თეორიული ცოდნა, დაეხმაროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მართებულ გაგებასა და გამოყენებაში. გზამკვლევი სასარგებლო იქნება, როგორც ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ასევე ზოგადად მკითხველთა ფართო წრისთვისაც.

 

პრაქტიკული საკითხავი მასალა კი მომზადდა პროექტის "შენი უფლებაა იცოდე" ფარგლებში. მასალაში მოკლედ და გასაგებადაა ასახული საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები და შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირველად აქვს შეხება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან და ძირითად ცნებებში გარკვევა სურს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, 2012 წელს კვლევითი საქმიანობა მიზნად ისახავდა ელექტრონული მმართველობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით საქართველოს მდგომარეობის ანალიზს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას;

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024