საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა - შედარებითი ანალიზი

სიახლეები 5 დეკემბერი 2012

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა - შედარებითი ანალიზი (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი / შოტლანდია, ესტონეთი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კონტროლის პალატა, აჭარის ა/რ მთავრობა, აჭარის ა/რ სამინისტროები)

პროექტი „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“ ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტმა (IDFI) განახორციელა (2012 წლის მარტი-მაისი) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3)” მხარდაჭერით. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლითა და კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების იმპლემენტაციით, საქართველოს საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა. დასახელებული მიზნის მისაღწევად რამდენიმე ამოცანა იქნა დასახული.

უპირველესად, მნიშვნელოვანი იყო საჯარო დაწესებულებების ელექტრონულ რესურსებზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის შინაარსობრივი და მათი განთავსების ფორმის კვლევა. ამისთვის შეირჩა რამდენიმე ქართული სამიზნე საჯარო დაწესებულება - იუსტიციის სამინსიტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კონტროლის პალატა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამავდროულად, პროექტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლაზე. ამისთვის კი გამოყენებულ იქნა ქართული სამიზნე უწყებების იდენტური უცხოური სამთავრობო ინსტიტუტები. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა პროაქტიული გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებზე: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი/შოტლანდია და ესტონეთი.


საერთაშორისო პრაქტიკის კვლევისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი თანამედროვე ტენდენცია, კერძოდ სამთავრობო უწყებები საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად პროაქტიულ რეჟიმში ხელმისაწვდომს ხდიან საზოგადოებისთვის საინტერესო მონაცემებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ მათ შესაძლებლობა მისცათ

სხვადასხვა ტიპის ანგარიშების, მონაცემებისა და ინფორმაციის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებით მეტად ხელმისაწვდომი გაეხადად ცნობები საკუთარი საქმიანობის შესახებ. რაც მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისა და საჯარო ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. აღნიშნული ტრენდი საერთაშორისო დონეზე უკვე ჩვეულებრივი ტრადიციაა. უფრო მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში ეს უკვე საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება. კვლევის შედეგად იკვეთება, რომ თითქმის ყველა უწყების შემთხვევაში ოფიციალურ ვებ-გვერდზე მნიშვნელოვანია შემდეგი ტიპის ინფორმაციის არსებობა:


• დეტალური ინფორმაცია ხელმძღვანელობის შესახებ;
• საერთო საკონტაქტო ინფორმაცია;
• ორგანოს სტრუქტურისა და საქმიანობის წესის აღწერა;
• სტრატეგიული გეგმები და სამოქმედო გეგმები;
• პროექტები და პროგრამები;
• საქმიანობის კვარტალური და წლიური ანგარიშები/აუდიტები;
• სამართლებრივი აქტები;
• კონსულტაციები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის;
• საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გამოთხოვის პროცედურების დეტალური აღწერა;
• უწყების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული დოკუმენტები;
• ორგანოს ფინანსური საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, იგივე ბიუჯეტი;
• ადმინისტრაციული ხარჯების ღიაობა;
• ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემები;
• უწყების საქმიანობის შესახებ არსებული ზოგადი ინფორმაცია და ა.შ.


გასათვალისწინებელია თავად უწყებების კომპეტენცია და აქედან გამომდინარე, ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციფიური ცნობებისა და დოკუმენტების არსებობაც. აღნიშნული ტიპის ინფორმაციის ვებ-გვერდზე წარმოდგენა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი მასალის ხარისხობრივი და სრულყოფილი გამოქვეყნება, საჯარო უწყების ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და გამჭვირვალობის შეფასების მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024