IDFI-ის ადვოკატირების აქტივობები 2012 წელს

ადვოკატირება 28 აპრილი 2014

2012 წლის განმავლობაში IDFI-მ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) გააფართოვა თავისი საქმიანობები და მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა ელექტრონული რესურსების მონიტორინგი, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის უსაფრთხოება, სოციალური ქსელების მონიტორინგია. ინსტიტუტის წარმომადგენლები ხვდებოდნენ საჯარო დაწესებულებებს, მონაწილეობას იღებდნენ კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებსა და განხილვებში;

 

2012 წლის მარტში ინსტიტუტმა განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ და შესთავაზა თავისი კომენტარები კანონპროექტის თაობაზე. როგორც დოკუმენტში იყო აღნიშნული, ყურადღება უნდა გამახვილებულიყო ორ ძირითად საკითხზე: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ახალი მარეგულირებელი ნორმებსა და კერძო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის დამატებითი მექანიზმების დაწესებაზე.

 

2012 წლის 27–28 ივლისს,“დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” (G-3)” ფარგლებში ჩატარებულ სემინარში ინფორმაციის თავისუფლების და საჯარო დაწესებულებებში დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმაც მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების განხილვა საჯარო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის.

 

IDFI გახლდათ ერთ-ერთი იმ 12 არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რომელიც შეუერთდა კოალიციას „მედიის ადვოკატირებისათვის“და მიზნად დაისახა მედია გარემოს გაუმჯობესება და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვა. კოალიცია აქტიურ მონაწილეობას იღებდა ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში; 14 დეკემბერს კოალიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით.

 

25 ოქტომბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ სასამართლო სისტემის ელექტრონული რესურსების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. პროექტის განმავლობაში განხორციელდა 16 სასამართლო დაწესებულების ოფიციალური ვებ-გვერდის მონიტორინგი, შეფასდა მათი ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ტექნიკური გამართულობის ხარისხი;

 

2012 წლის 26 დეკემბერს, IDFI-მ დისკუსია გამართა საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე, რომელიც პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო, განხილულ იქნა საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად Facebook-ის პლატფორმის ეფექტურად გამოყენების საკითხი.

 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის განმავლობაში ადვოკატირების საქმიანობების მთავარ იდეას წარმოადგენდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით მთავრობის საქმიანობის შეფასება, რეკომენდაციის გაცემა ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით;  

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024