IDFI მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებას

სიახლეები | განცხადებები 11 ოქტომბერი 2012

საქართველოს პარლამენტს,

ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები მოგმართავთ წინადადებით, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინოთ და აირჩიოთ თამარ გურჩიანი. თამარ გურჩიანი არის მაღალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნე და აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, მრავალი წლის განმავლობაში იგი მონაწილეობდა მედიის თავისუფლების, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებულ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში. გარდა პროფესიული გამოცდილებისა, ჩვენი შეფასებით, თამარს აქვს სახალხო დამცველისთვის აუცილებელი პიროვნული თვისებები: იგი არის სამართლიანი, პრინციპული პოლიტიკურად მიუკერძოებელი, აქვს სამოქალაქო გამბედაობა და პასუხისმგებლობა. ის გამოირჩევა თანამშრომლობის, კოლეგების აზრის გათვალისწინებისა და შეთანხმების მიღწევის უნარებით. დარწმუნებულები ვართ, რომ თამარ გურჩიანი, როგორც სახალხო დამცველი, იქნება პროდუქტიული, რადგან ის კარგად ერკვევა სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ, სამოქალაქო და პოლიტიკურ პრობლემებში და მგრძნობიარე ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ.
თამარ გურჩიანის ავტობიოგრაფია: http://goo.gl/3lMvU

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ: დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავება, ახალი შემზღუდველი მექანიზმები და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა

11.11.2026

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024