IDFI-ის სამოქალაქო კონტროლის აქტივობები 2012 წელს

სამოქალაქო კონტროლი 28 აპრილი 2014

2012 წელს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) მნიშვნელოვნად გააფართოვა სამოქალაქო კონტროლის აქტივობები. წინა წლებში დაწყებული ვებ-გვერდების მონიტორინგისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის გზით, ხელისუფლების ღიაობის შემოწმებასთან ერთად, ორგანიზაციამ დაიწყო შემდეგი კუთხით საქმიანობა:

 

  • ხელისუფლების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებთან კომუნიკაციის თავისებურებები და ხარისხი საქართველოში;
  • სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დონე;
  • საერთაშორისო ინიციატივის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების დაკვირვება.

 

პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ პროექტის „საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი“ ფარგლებში ინსტიტუტმა თანამედროვესტანდარტებისმქონეელექტრონულიმმართველობისგანვითარებისმხარდაჭერის მიზნით, განახორციელა 100-ზე მეტი საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდის დაკვირვება. მონიტორინგის შედეგად შედგა საჯარო უწყებების ინფორმაციული და ელექტრონული ხელმისაწვდომობის რეიტინგი. ზოგადად, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში IDFI აკვირდებოდა რა ტიპის ინფორმაციას და ფორმატში აქვეყნებდნენ კვლევის სამიზნე დაწესებულებები თავიან ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შედეგად, ფასდებოდა რამდენად ცდილობდნენ პროაქტიულად გამოექვეყნებინათ საზოგადოებისთვის საინტერესო მონაცემები მათი აქტივობებისა და დანახარჯების შესახებ.

 

გარდა ამისა, ინსტიტუტი აგრძელებდა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოთხოვნას, მათ გამოქვეყნებასა და ანალიზს. ასევე, თითოეული უწყებიდან მიღებული პასუხების ხარისხისა და ფორმის მიხედვით, მოწმდებოდა, რამდენად ღია იყო ხელისუფლების სხვადასხვა შტო საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.

 

ხსენებულ აქტივობებთან ერთად, ამ წელს IDFI-იმ დაიწყო საქართველოში ელ-მმართველობის სტანდარტების დანერგვის უფრო მასშტაბური კვლევა და მონიტორინგი. კერძოდ, ახალი ინიციატივის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში ორგანიზაციის მკვლევარები ამოწმებდნენ რამდენად იყენებდა ხელისუფლება ახალ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს, ვებ-გვერდს, სხვადასხვა ინტერაქციულ აპლიკაციებს, ტელეფონს, მოქალაქეებთან პირდაპირი დიალოგის საწარმოებლად და მათგან მოსაზრებების მისაღებად. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში ფასდებოდა, რამდენად გააჩნდა ცალკეულ სამთავრობო უწყებებს საზოგადოებასთან კომუნიკაციის მოქმედი სამოქმედო გეგმა.

 

ამ წელს IDFI-ის კიდევ ერთ ინიციატივას წარმოადგენდა „საქართველოს სასამართლო სისტემის მონიტორინგი“. პროექტის ძირითად მიზანს შეადგენდასაქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა სისტემის ელექტრონული რესურსების მონიტორინგის და სასამართლო სფეროს მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების ვიზუალიზაციის გზით საქართველოს სასამართლო სისტემის მუშაობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, სასამართლო სისტემაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამისთვის ინსტიტუტი აკვირდებოდა ინტერნეტ სივრცეში არსებულ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციას, არსებული ინფორმაციის ხარისხსა და ვებ-გვერდების ტექნიკური გამართულობას.პროექტის ფარგლებში, ინფორმაციული შიგთავსისა და ელექტრონული კომპონენტის შესაფასებლად შერჩეულ იქნა ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომი საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა 17 ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

ამასთანავე, პროექტის ფარგლებში შეიქმნა სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდული, რომელის დახმარებითაც საზოგადოებას შეუძლია თვალი ადევნოს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშრებულ მნიშვნელოვან მონაცემებს.

 

ამავდროულად, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა 2012 წელს შეუერთდა საერთაშორის ინიციატივას „ღია მმართველობის პარტნიორობა“, რომლის ფაგლებში ხელისუფლებას რამდენიმე ვალდებულება აიღო:

 

  • კონსულტაციები ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ პრინციპების შესაბამისად;
  • ქსელური მექანიზმების გამოყენება კონკრეტული ვალდებულებებისთვის იდეების შესამუშავებლად;
  • ქვეყნის ვალდებულებების შემუშვების პროცესის დაწყება;
  • „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ ქვეყნის სამოქმედო გეგმის წარდგენა და „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ დეკლარაციის ხელმოწერა 2012 წლის მარტში.

 

IDFI აღნიშნულ წელს მუდმივად აკვირდებოდა როგორ ასრულებდა მთავრობა აღებულ ვალდებულებას და აქვეყნებდა ინფორმაციას ამ მიმართულებით განვითარებულ მოვლენებზე.

 

ბოლოს, ზემოთჩამოთვლილი სამოქალაქო კონტროლის აქტივობების შედეგები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო სამი თემატური ბლოგის მეშვეობით:

 

  1. საჯარო ინფორმაციის ანალიტიკური ბლოგი
  2. „ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) - საქართველოს“ (ქართული და ინგლისური ვერსიები)
  3. ელექტრონული ჩართულობა საქართველოში

 

მოქალაქეებს შეეძლოთ საკუთარი მოსაზრებები გაეგზავნათ ორგანიზაციის წევრებისთვის და თავადაც ჩართულიყვნენ მთავრობის გაკონტროლების პროცესში.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024