2012 წლის 27 თებერვალს პროექტის - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.gncc.ge) საინფორმაციო გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის შეფასებითი მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვითსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 16.95%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 42.68%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 29.815%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდის მონიტორინგი 2012
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge
“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია
03.10.2024პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
24.09.2024