დისკუსია საქართველოში სოციალური ქსელების გამოყენების შესახებ

სიახლეები 11 დეკემბერი 2012

11 დეკემბერი, 2012

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში  საჯარო დისკუსია გამართა.
 
შეხვედრის  დასაწყისში ორგანიზატორებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში საქართველოს 19 საჯარო დაწესებულების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების ოფიციალური Facebook გვერდების მონიტორინგის შედეგები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

• სოციალურ ქსელები და მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო პოლიტიკის ფორმულირებაში;

• საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად Facebook -ის პლატფორმის გამოყენება.

მონაწილეებმა დასვეს კითხვები IDFI - ს  მიერ განხორციელებული კვლევის ირგვლივ და ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე.  გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც ასეთი ტიპის ჩართულობის პლატფორმის  შემთხვევაში გარკვეულწილად კომუნიკაციის პრობლემას ქმნის.

აღინიშნა, რომ მოქალაქეებს ხშირად უჭირთ ოფიციალური გვერდების  იდენტიფიკაცია. გახსნილია არაერთი ანგარიში, ერთი და იგივე პიროვნების თუ პოლიტიკური სუბიექტის სახელით. ასევე გარკვეული აპლიკაციების გამოყენება შეიცავს საფრთხეს, რომ მოხდება მომხმარებლის  პირადი ინფორმაციის იდენტიფიკაცია.

ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაზეც დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს საჯარო დაწესებულებებისთვის  სოციალური ქსელების მართვის   რეგულაციების არარსებობაა. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია  დაინერგოს ერთიანი სტანდარტი ყველა სახელმწიფო უწყებისთვის.

მეორეს მხრივ, საჯარო დაწესებულება კანონმდებლობით შეზღუდულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საქმის წარმოების წესით, რაც ართულებს და აჭიანურებს მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას.  ბიუროკრატია  აფერხებს ინფორმაციის გაცემას. მეორეს მხრივ, კანონი არ აკისრებს სჯარო დაწესებულებებს ვალდებულებას უპასუხონ  სოციალურ ქსელში დასმულ შეკითხვებს და შედეგად  ზარალდება მოქალაქე, რომელიც ამ ფორმით ცდილობს დრო  და ფინანსები  დაზოგოს და მიიღოს გარკვეული სახის ინფორმაცია.

დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს რომ Facebook-ი, რომელიც  მოქალაქეების დიდი ნაწილისა და თვით ტრადიციული მედიისთვისაც ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, საკმაოდ კომფორტული პლატფორმაა საზოგადოებრივი საკითხების განსახილველად. თუმცა, აქვე საუბარი შეეხო რეგიონებში ინტერნეტიზაციის პრობლემას, რომელიც ხელს უშლის, რომ  ინფორმაცია თანაბრად  იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, აქვე აღინიშნა, რომ  ქვეყანაში ჯერ კიდევ მწვავედ დგას   მოსახლეობაში საჭირო უნარ-ჩვევების არცოდნის საკითხი.

მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რეკომენდაციების სახით  საჯარო დაწესებულებებს მიეწოდოს ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისთვის საჭირო აპლიკაციების ნუსხა.
   
პროექტის ფარგლებში ინსტიტუტი კვლავ გეგმავს საჯარო დისკუსიების მოწყობას ელ - პლატფორმებისა და  ვებ-გვერდების გამოყენებასთან დაკავშირებით. დაგეგმილია შეხვედრის ორგანიზება საჯარო დაწესებულებების  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებთანაც.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-Pac) - ფარგლებში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024