არასამთავრობოთა შენიშვნები „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სიახლეები 27 აპრილი 2012

 „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან  დაკავშირებით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI), „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია)  და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“  საქართველოს პარლამენტს  შენიშვნები და რეკომენდაციები გაუგზავნეს.


  საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კიბერუსაფრთხოების დაცვას  ისახავს მიზნად მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. კანონპროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. 

 
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების ტემპის ზრდის პარალელურად საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება აუცილებელია მოსალოდნელი რიკების თავდან ასაცილებლად, მაგრამ  მოცემული კანონროექტით გათვალისწინებული ცვლილებები და დახურული საჯარო ინფორმაციის ახალი სახეების დადგენა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  დამატებით შეზღუდვას გამოიწვევს.


  არსამთავრობო ორგანიზციების მიერ საქართველოს პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში დეტალურადაა აღწერილი ის პრობლემები და გამჭვირვალობის შეზღუდვის  საფრთხეები, რაც კანონპროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას.


იხილეთ ბმული:
 მოსაზრებები „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან  დაკავშირებით (IDFI, GYLA, TI Georgia)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024