მოქალაქეების კომენტარები Facebook-ზე განთავსებულ ფოტოებზე – ნაწილი პირველი

სიახლეები 5 სექტემბერი 2012

 

ავტორი: თეონა ტურაშვილი

პოლიტიკურ სუბიექტებსა და მოქალაქეებს შორის სოციალური ქსელებით დამყარებული კომუნიკაციის ანალიზისთვის მნიშვნელოვანია გაზიარებულ ფოტოებზე მომხმარებელთა მიერ გაკეთებული კომენტარების გაცნობა. ამავე დროს. მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ ზოგჯერ პოლიტიკური პარტიების გვერდების ადმინისტრატორები ზოგიერთ უარყოფით კომენტარებს შლიან. მიუხედავად ამისა, გვერდებზე ამ დროისთვის არსებული მოსაზრებების შინაარსის გადმოცემით გარკვეული ტენდენციების ჩვენება შეიძლება.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კომენტარების სტატისტიკა და სხვადასხვა სახეობების მიხედვით მათი კლასიფიკაცია აქვე სურათზეა მოცემული. მაგალითისთვის, „ახალი მემარჯვენეების“ შემთხვევაში პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს ივლისში სულ 122 კომენტარი მოჰყვა. აქედან მოქალაქეებმა 2-ჯერ დაუსვეს კითხვა და მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღეს პასუხი პარტიის გვერდის ადმინისტრატორისგან. სხვა დანარჩენი შემდეგნაირად განაწილდა: დადებითი კომენტარი 7, უარყოფითი – 3, პარტიის მხრიდან გამოხმაურება უარყოფითი კომენტარზე – 4, ნეიტრალური – 102 და გამოხმაურება აღნიშნულ კომენტარებზე 4. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება იშვიათი გამონაკლისია  კვლევის დანარჩენ ობიექტებთან შედარებით, მოქალაქეების კომენტარებზე რეაგირების კუთხით. უფრო ზუსტად, სხვა პოლიტიკური ძალები მოქალაქეებს იმ შემთხვევაშიც არ პასუხობენ, როცა პარტიის წარმომადგენლებს ისინი პირდაპირ კითხვებით მიმართავენ. აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით უფრო ვრცელ სტატიასაც შემოგთავაზებთ.

პოლიტიკური სუბიექტების სოციალური ქსელის გვერდის კომენტარების სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად საყურადღებოა მათი შინაარსი. დავიწყოთ „ახალი მემარჯვენეებით“. დადებითი კომენტარების დროს სოციალური ქსელების მომხმარებლები პოზიტიურად აფასებდნენ მათ კამპანიას მონოპოლიების წინააღმდეგ. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ სწორედ ეს ძალა აკრიტიკებს მთავრობას 9 წლის განმავლობაში პრობლემის არსებობის გამო.


http://eparticipationge.files.wordpress.com/2012/08/e1839ee18390e183a0e183a2e18398e18398e183a1-e18399e183a0e18398e183a2e18398e18399e18390-e18392e18390e1839be1839de183aee1839be18390.pngკრიტიკული მოსაზრებების მხრივ საკმაოდ საინტერესო დიალოგი შედგა ერთ-ერთ მოქალაქესა და პარტიის წარმომადგენელს შორის გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც ნაჩვენები იყო როგორ ეხმარება შეშის დაჭრაში დავით გამყრელიძე მოსახლეობას.  აღნიშნულ საუბარში „ახალი მემარჯვენეები“ „ხალხის გაჭირვების წინასაარჩევნო პიარისთვის გამოყენებაში“ დაადანაშაულეს. პოლიტიკურმა ორგანიზაციამ კი არგუმენტად დაუპირისპირა ის, რომ მისი კონკურენტებიც მსგავსად იქცევიან და ისინიც ჩადიან რეგიონებში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. დიალოგი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე სრული სახით.

მართლაც, რამდენიმე პოლიტიკური პარტია აქტიურად მუშაობდა რეგიონებში და ფოტოებით ცდილობდა საკუთარი კამპანიის გაშუქებას. ამაზე სოციალური ქსელების მომხმარებლები განსხვავებულად რეაგირებდნენ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის შემთხვევაში ზოგი მათ „ეროვნულ და ქრისტიანულ მორალზე დამყარებულ ძალას“ უწოდებდა და „აღფრთოვანებული იყო პარტიის ლიდერების შემართებითა და ბრძოლისუნარიანობით“. სხვები კი პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისთვის დამსგავსებაში ადანაშაულებდნენ ხალხთან გადაღებული ფოტოების გამო. ასევე, მიაჩნდათ, რომ პარტიის მესვეურებს მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ „უყვარდებათ“ და „ახსენდებათ“. ბოლოს, ფოტოს, სადაც ნაჩვენები იყო როგორ მიდიოდა ზურგზე ცხვარმოკიდებული გიორგი თარგამაძე კრიტიკულად შეხვდა ერთი მოქალაქე. გთავაზობთ მის კომენტარს: „გრცხვენოდეთ ბატონო გიორგი, რომ რიტუალებში იღებთ მონაწილეობას და საცოდავ ცხვარს ყელს გამოჭრით მხოლოდ საკუთარი პიარისთვის. ასეთ რამეს ცივილიზებული პოლიტიკოსი არ გააკეთებდა. თუ გააკეთებდა ცივილიზებული ერისგან კრიტიკას დაიმსახურებდა.“

http://eparticipationge.files.wordpress.com/2012/08/e1839ee18390e183a0e183a2e18398e18398e183a1-e18399e183a0e18398e183a2e18398e18399e18390-e18392e18390e1839be1839de183aee1839be183901.png

 

 

 

http://eparticipationge.files.wordpress.com/2012/08/e1839ee18390e183a0e183a2e18398e18390-e1839ae18390e183a8e18390e183a0e1839de18391e18398e183a1-e18393e183a6e18394e183a1e18390e183a1e183ac.png

 

უნდა ითქვას, რომ სასულიერო პირებთან ფოტოების გადაღება ან ზოგადად რელიგიის თემაზე აპელირება თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვისაა დამახასიათებელი. ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია (მაგალითად, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“), რომელთა გვერდებზეც ინტერაქცია ძალიან დაბალია და რამდენიმე ერთეული მოქალაქე იწონებს ან აზიარებს მათ მიერ დადებულ ინფორმაციას, მხოლოდ მართლმადიდებლური დღესასწაულების მოსახლეობისთვის მილოცვის პოსტებზე ეხმაურებიან მოქალაქეები და მადლობას უხდიან.

საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის გვერდზე დაფიქსირებული კომენტარებიც. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: „ხალხო, უბედნიერესი ვარ! თავად მეუფე იობი მობრძანდა აქციაზე. ამას აღარ უნდა საუბარი ეს რას ნიშნავს.“ „მეუფე იობი. მამა ლუკაც უკანაა. ამ ადამიანების მუდამ მჯერა და თუ მათი მჯერა ე.ი ბატონ ბიძინასიც მჯერა“. „როგორც მეუფე იობი ამბობს: თუ ეს მთავრობა დარჩა, სულ ცოტა ხანში საქართველო აღარ იარსებებსო და მართლაც რომ ასე იქნება. და ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად ქართველები და არ უნდა მივცეთ მტერს საქართველოს განადგურების უფლება“.

მსგავსი კომენტარების ავტორები საკმაოდ ნეგატიურად შეხვდნენ იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელმაც შემდეგი რამ დაწერა: „პოლიტიკურად ანგაჟირებულობისგან შეიკავეთ თავი. საქართველოს სახელით ნუ სარგებლობთ. დაანებეთ პარტიულ პროპაგანდას თავი. საეკლესიო და ქრისტიანულ თემატიკას ნუ გადაუხვევთ!“

ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში კი მოცემული იყო პრეზიდენტის მიერ ალავერდის მოლოცვის ფოტოები. თანაც, ფოტოზე პარტიის გვერდის ადმინისტრატორს გამოტანილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები: “ჩვენი პატრიარქი დგას იქ, სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირს და ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება ნუგეში”.

აღნიშნული ტენდენციიდან კარგად ჩანს, რომ პოლიტიკისა და ეკლესიის საკითხი ბევრისთვის ურთიერთდაკავშირებულია. რაც ყველაზე მთავარია, ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მოსახლეობის წინასაარჩევნო აზრის ჩამოყალიბებაზე. მართალია ეს მაგალითები მხოლოდ მცირე დაკვირვების შედეგია და ჯერჯერობით განზოგადების საშუალებას ნაკლებად იძლევა, გარკვეული ტენდენციების მანიშნებელი შეიძლება მაინც იყოს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024