შეხვედრა პრემიერ მინისტრთან და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 დეკემბერი 2012

 

სანდრო როჩიკაშვილი

14 დეკემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრი კოალიცია ”მედია ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლებს შეხვდა ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით.

კოალიციაში, რომელის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, შედის 12 არასამთავრობო ორგანიზაცია (მათ შორის IDFI-ც). კოალიციის მიზანია მედიის როლის გაძლიერება და მედიამფლობელებისა და ჟურნალისტების ინტერესების დაცვა.

საუბარი შეეხო ღია მმართველობის პარტნიორობასაც. დისკუსიის მსვლელობაში კოალიციის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე პროექტების და სხვა ამდაგვარი საქმიანობის კურირების საქმე გადავიდეს პრემიერ მინისტრის კურირების სფეროში. კოალიციის წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ პრემიერთან და მიწოდონ მას იდეები საქართველოში გამჭვირვალობის ხარისხის, ინფორმაციისა და მედიის თავისუფლების გაუმჯობესების მიზნით.

ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულებას და მის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს ამჟამად კურირებს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელმაც წინა კვირას ჩაატარა კონკურსი საქართველოს სტუდენტებს შორის ღია მმართველობის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო ანტი-კორუფციული დღის ფარგლებში (ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ წინა ბლოგ-პოსტი).

ამავდროულად, USAID-ის საქართველოში დემოკრატიული მმართველობის პროგრამის (G3) ფარგლებში იმავე კვირაში, 14-16 დეკემბერს გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ბაზალეთზე ინფორმაციის თავისუფლების საკითხების შესახებ, რომელზეც ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ ისაუბრეს IDFI-ის წარმომადგენლებმა გიორგი კლდიაშვილმა და ლევან ავალიშვილმა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებმა, ასევე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი ხედვები ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის და პრაქტიკის გაუმჯობესების შესახებ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024