საჯარო ინფორმაციის 10 დეკემბრის ანგარიშები

სიახლეები 10 დეკემბერი 2012

 

ყოველი წლის 10 დეკემბერს ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოამზადოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ანაგარიშები და წარუდგინოს ისინი საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლი).

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განახორციელა პროექტი „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“, რომლის ფარგლებშიც გააანალიზა პროექტის სამიზნე საჯარო დაწესებულებების 10 დეკემბრის ანგარიშები.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ამონარიდს ანალიზიდან, და რეკომენდაციის სახით შემუშავებულ ფორმას საჯარო ინფორმაციის ანგარიშისათვის.

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

საჯარო ინფორმაციის ანგარიშში უნდა აისახოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების რიცხვი, მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა, იმ პირის ვინაობა ვინც აღნიშნულ გადაწყვეტილებებს იღებს, ინფორმაცია იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომლითაც დაწესებულება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელმძღვანელობს,  ასევე მონაცემები ინფორმაციის დამუშავებისა  და გაცემის, უარის გასაჩივრების ხარჯებისა და სასამართლო სახდელების შესახებ.

სზაკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენა შესაძლებელს ხდის  და აადვილებს  არა-მარტო ხელისუფლების (საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პრეზიდენტი) არამედ საზოგადოების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონტროლს.

ანალიზის შედეგად გამოჩნდა, რომ საჯარო დაწესებულებების უმეტესობა ნაკლებად თვალისწინებს სზაკ-ის 49-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს 10 დეკემბრის ანგარიშის შედგენისას. შეიძლება ითქვას  რომ თითოეულ დაწესებულებას ანგარიშების შედგენის საკუთარი სტანდარტი აქვს. ერთი საჯარო უწყების მიერ სამივე წელს წარდგენილი ანგარიში ერთმანეთის მსგავსია. შერჩეულია გარკვეული პუნქტები რომლებზეც სტანდარტული პასუხებია გაცემული.

სზაკის 49-ე პუნქტით გათვალისწინებული 7 პუნქტიდან მხოლოდ ორი პუნქტია ისეთი, რომელზეც ინსტიტუტის მიერ შესწავლილ ყველა ანგარიშშია მოცემული ინფორმაცია - საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების რაოდენობა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნის შეტანის საკითხი.

 2009-2011 წლის ანგარიშების შედარებამ აჩვენა რომ წლიდან წლამდე  ძირითადად მხოლოდ მოთხოვნილი ინფორმაციის რაოდენობრივი მონაცემები იცვლება და არ ხდება არსებული ხარვეზების გამოსწორება. ანგარიშებში  ასახული მონაცემები უმეტეს შემთხვევაში არასრულყოფილია, არ შეესაბამება სზაკ-ის მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე ნაკლებად ასახავს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეალურ ვითარებას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ  საჯარო დაწესებულებების მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ანგარიშების წარდგენას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს და არ ხდება ზემდგომი დაწესებულებებისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება. სამწუხაროდ მაკონტროლებელი ორგანოებიც ნაკლები სერიოზულობით ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რადგან არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და არც პარლამენტი არ ახდენს  შესაბამის რეაგირებას კანონდარღვევით შედგენილ ანგარიშებზე არ ხდება  მათი შესწავლა და  კანონთან შესაბამისობაში მოყვანა .

საფიქრალია, რომ პრობლემის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი ანგარიშის სტანდარტიზირებული ფორმის არ არსებობაა, გამოსავალი კი საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ ამგავარი ფორმის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემა შეიძლება იყოს.

რეკომენდაცია:

საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე დამტკიცდეს 10 დეკემბრის ანგარიშის ფორმა.

იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024