ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა 10 ივლისი 2025

ძირითადი მიგნებები

-ICT სექტორზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის დაახლოებით მესამედი მოდის, ბოლო წლებში კი სექტორი მშპ-ს ზრდის ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად იქცა.

 

-ადგილობრივ ბაზარზე დაბალი რეალიზაციისა და დაწესებული შეღავათების ფონზე, ICT სექტორის ასახვა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ფრაგმენტულია.

 

-2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ICT სექტორში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა გაორმაგდა. სექტორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოების 99% მცირე ზომისაა, და ინდივიდუალურ მეწარმეებზე მოდის.

 

-2025 წელს, ქვეყანაში IT სექტორში მხოლოდ 18 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც მიუთითებს, რომ წინა წლებში სექტორის ზრდა უმეტესად მიგრაციული ეფექტით იყო განპირობებული.

 

-ქვეყანაში მოქმედი IT კომპანიების 56% რუსულია. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც IT სექტორის წარმომადგენლობისთვის საქართველოს ბინადრობის მიღება მარტივდება, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გამარტივების საშუალებად იქცეს.

 

-IT სექტორი საქართველოში შეიძლება ვითარდებოდეს როგორც დასაქმების და ბრუნვის მაჩვენებლებით ძლიერი სექტორი, მაგრამ რეალურად  ფისკალური ეფექტი  და ადგილობრივი კომერციალიზაცია დაბალია - საკანონმდებლო შეღავათების  ბიზნესმოდელის გამო.

 

-შესწავლილი IT კომპანიების ნაწილში, რუსი და ბელარუსი სპეციალისტების საქართველოდან რელოკაციის გამო, მსხვილ IT კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. სწორედ დასაქმებულთა შემცირება სახელდება უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებში IT სფეროს წარმომადგენლებისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების გამარტივების საფუძვლად.

 

 

დასკვნა

 

ბოლო წლებში საქართველოს ტექნოლოგიურ სექტორში - IT და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, აშკარა დინამიკური ზრდა შეიმჩნევა. საერთაშორისო კომპანიების საქართველოში შემოსვლა და ადგილობრივი ინოვაციური ბიზნესების გაძლიერება ქმნის მაღალ კონკურენტულ სამუშაო ადგილებს.

 

თუმცა,  სექტორის  მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში  რიცხვებით გამოხატული კონტრიბუცია, იმავე მასშტაბით ვერ ახდენს გავლენას  ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. კერძოდ, უცხოური კომპანიების დომინაცია, დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაღალი წილი, არსებული საგადასახადო შეღავათები და ადგილობრივი რეალიზაციის დაბალი დონე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით სექტორის მიერ შექმნილ დოვლათზე.

 

ბოლო წლებში საქართველოს  ეკონომიკურ ზრდაში, IT სექტორის არსებული ეფექტის მიღწევა ძირითადად  შესაძლებელი გახდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში  IT სპეციალისტების გაზრდილი მიგრაციით.  მიგრაციის ეფექტის მილევის ფონზე, სექტორის ეკონომიკურ ზრდაში არსებული კონტრიბუციის ტემპის  შენარჩუნების სურვილი, საქართველოს ხელისუფლებას უჩენს ცდუნებას ცალკეული  საგადასახადო (საშემოსავლო შეღავათების გავრცელება  საზღვარგარეთ მცხოვრები თანამშრომლებისთვისაც)  და ბინადრობის უფლებასთან ( IT სფეროში დასაქმებული პირების ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ზრდა) დაკავშირებული  შეღავათების დაწესების,  რომელიც პირველ შემთხვევაში  კიდევ უფრო ფრაგმენტულს ხდის  სექტორის რეალურ ეკონომიკურ ეფექტს, ხოლო მეორე  შემთხვევაში მიგრაციიდან მომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების  გამოწვევებს. 

 

/public/upload/0IDFI/ICT.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024