ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მონიტორინგი

სიახლეები 10 აპრილი 2012

2012 წლის 15 მარტს პროექტის - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა ქალაქ თბილისის მერიისოფიციალური ვებ-გვერდის(www.tbilisi.gov.ge) საინფორმაციო გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის შეფასებითი მონიტორინგი.


მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ  ქ. თბილისის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მომხმარებელთა სიმრავლისა და ვებ-გვერდის განსაკუთრებული საინფორმაციო მნიშვნელობიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, საკადრო უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია საჭიროებს მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებას. ამასთან, ვებ-გვერდზე არსებული ყველა ფინანსური მონაცემის კატეგორიებად დაყოფა და ბიუჯეტის დოკუმენტებისაგან განცალკევება ნამდვილად გაამარტივებდა ზემოთ ხსენებული ინფორმაციის მოძიება-აღქმის პროცესს. ამავე დროს, აღნიშნული ცვლილება გამჭვირვალე და ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობისთვის ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება-გაცნობის პროცესს.  

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ქ. თბილისის მერიის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მოძიებას საკმაოდ ართულებს სტრუქტურულად ერთი გვერდის, მაგრამ დომენის მხრივ ორი სხვადასხვა მისამართის: www.tbilisi.gov.ge და www.new.tbilisi.gov.ge არსებობა. განსაახლებელია და შესავსებია ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზები როგორც: განკარგულებები, ბრძანებები, დადგენილებები, ცნობები, კონკურსები და სხვა. ცალკე უნდა იქნეს გამოტანილი ქ. თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯთაღრიცხვა. მთლიანობაში მოსაწესრიგებელია ვებ-გვერდის სტრუქტურა, შესაქმნელია ვებ-გვერდზე ატვირთული ახალი ამბების არქივი და მათი კალენდარი, დასახვეწია მოქალაქეებთან ელექტრონული კომუნიკაციის სტანდარტები, აუცილებელია საკონტაქტო განყოფილების შექმნა და სხვა.


IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის


ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 17.93%

ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 36.93%

ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 27.43%



კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:

http://www.idfi.ge/uploadedFiles/images/smal_pdf.png ქალაქ თბილისის მერიის ვებ-გვერდის მონიტორინგი 2012

 

კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024