„საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ შედეგების პრეზენტაცია

სიახლეები 13 აპრილი 2012

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა -www.opendata.ge“ შედეგების პრეზენტაცია გამართა.

პროექტის დირექტორმა ლევან ავალიშვილმა დამსწრე საზოგადოებას 2011 წლის პროექტის  ანგარიში გააცნო.


 
2011-2012 წლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაგზავილ იქნა 7339 განცხადება 229 საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის რეგიონებში.

პროექტის სტატისტიკური შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება
 

სულ გაიგზავნა - 7339 კითხვა

  • სრულყოფილი პასუხი - 3763 (57.03%)
  • არასრულყოფილი პასუხი - 1091 (16.13%)
  • სამართლებრივი საფუძვლის არმქონე უარი - 265 (3.59%)
  • იგნორირება - 2220     (23.25%)


ღონისძიებაზე დასახელდა პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები. 2011 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის სერთიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ: იურიდიული დახმარების სამსახურს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს,  საჯარო სამსახურის ბიუროს, საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, საქართველოს ეროვნულ ბანკს.
 
საჯარო ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში საუკეთესოდ გაცემისთვის ნომინაციის გამარჯვებულად გამოვლინდა მონაცემთა გაცვლის სააგენტო.


რეგიონალური საჯარო დაწესებულებებიდან სერთიფიკატები დმანისის, ჩოხატაურის  ახალციხის, მარტვილის, თელავის გამგეობებმა და ქალაქ რუსთავის მერიამ მიიღეს. დაჯილდოვდნენ ასევე სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორების ადმინისტრაციები.

ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად თავდაცვის სამინისტრო დასახელდა. ინსტიტუტმა არაერთხელ მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი მიიღო.


ასევე, პრეზენტაციაზე ნომინაციაში „2011 წელს საჯარო ინფორმაციის შეზღუდვისთვის" სერთიფიკატი მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ. რეგიონებიდან 2011 წელს საჯარო ინფორმაციის შეზღუდვისთვის სერთიფიკატები გადაეცათ ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას, ვანის, სამტრედიის, ხონის, თიანეთის, ცაგერის, ჩხოროწყუს, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგეობებს.

IDFI -ს დირექტორმა გიორგი კლდიშვილმა მადლობა გადაუხადა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ეს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი გახდება, რაც ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალედებულების ხარისხის ამაღლებას და საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების განვითარებას.

ღონისძიებაზე  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  წარმოადგინა ახალ პუბლიკაცია „ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი.“


პროექტისკოორდინატორმა, სერგი ჯორბენაძემ ისაუბრა „ინფორმაციის თავისუფლება-გზამკვლევის“ შესახებ და დამსწრე საზოგაოდებას გააცნო პუბლიკაციის შინაარსი. გზამკვლევი ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით  ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. პუბლიკაციაში განმარტებულია საჯარო ინფორმაციის არსი და  მოქალაქეების უფლებები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით. გზამკვლევის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს სათანადო თეორიული ცოდნა და დაეხმაროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მართებულ გაგებაში და გამოყენებაში.

 პრეზენტაციას საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024