საქართველოს კონტროლის პალატის ვებ-გვერდის მონიტორინგი

სიახლეები 16 თებერვალი 2012

2012 წლის 10 თებერვალი პროექტ - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა  საქართველოს კონტროლის პალატის  ოფიციალური ვებ-გვერდის (www.control.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდომობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის მონიტორინგი.

მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად ვებ-გვერდზე სასწრაფო წესით შეიქმნა პარტიების ფინანსური მონიტორინგის ცალკე განყოფილება, სადაც ქვეყნდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობასთან დაკავშირებით.

თუმცა, ჩვენის აზრით, მნიშვნელოვანია აგრეთვე შესაბამისი განყოფილების განახლებაც რომელიც ეხება კონტროლის პალატის უშუალო ფუნქციას აკონტროლის საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. სამწუხაროდ ზემოაღნიშნულთან პირდაპირ კავშირში მყოფი განყოფილება „აუდიტის აქტები“ დღეის მდგომარეობით ცარიელია, მიუხედავად იმისა, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა კონტროლის პალატის აუდიტის აქტები და გადაწყვეტილებები საჯაროა.

 

IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საქართველოს კონტროლის პალატის ოფიციალური ვებ-გვერდის

 

ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 19.70%

ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 55.06%

ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 37.38%

 

კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:

კონტროლის პალატის ვებ-გვერდის მონიტორინგი 2012

კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024