ტრადიციული მედია სოციალურ ქსელში წინასაარჩევნოდ

სიახლეები 5 სექტემბერი 2012

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ 2012 წლის 1 ივლისიდან ქართული ტელემედიის სოციალური ქსელების მონიტორინგს  ახორცილებს და Facebook-ის მეშვეობით საარჩევნო თემატიკის გაშუქებას აკვირდება. Facebook-ი  დღესდღეობით საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია და ინფორმაციის გავრცელებისა  და ინტერაქციის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშობს  საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების  მიღების პროცესში.

Facebook-ზე ოფიციალური გვერდი აქვს ყველა ქართულ ტელეკომპანიას. საინტერესოა, როგორ იყენებენ ტრადიციული მედიასაშუალებები, კეძოდ ტელევიზიები საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების ალტერნატიულ პლატფორმას, რა სახის ინფორმაციას აწვდიან მომხმარებლებს, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ მაყურებლის როლში, შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი, შეაფასოს მოვლენები და აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა თემის განხილვაში. ამ საკითხების გამოსარკვევად ტელევიზიების – „რუსთვი 2“, „იმედი“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზი განვახორციელეთ.

კვლევამ აჩვენა, რომ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება სოციალურ ქსელში ტელეკომპანიების აქტივობის ხარისხი, გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი, მომხმარებლების რაოდენობა და მათი ჩართულობის მაჩვენებელი. ეს შესაძლოა ტელევიზიებისთვის გეოგრაფიული დაფარვის განსხვავებული შესაძლებლობით იყოს განაპირობებული. სოციალურ ქსელში გაცილებით მაღალია იმ ტელეკომპანიების აქტიურობა  რომლებსაც  მაუწყებლობის შეზღუდული  არეალი  აქვთ. საქართველოს მთელ ტერიტორიას მხოლოდ სამი ტელეკომპანია ფარავს –  რუსთავი 2, იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ორი ყველაზე რეიტინგული და გავრცელებული ტელეკომპანიის აქტივობა სოციალურ ქსელში საგრძნობლად დაბალია.  შესაბამისად დაბალია მათი რეიტინგებიც. 

„რუსთავი 2“ და „იმედი“ Facebook-ის გვერდებს  უფრო მეტად გასართობი გადაცემების, ახალი პროექტებისა და მრავალსერიანი ფილმების პოპულარიზაციისათვის იყენებენ. ამ შემთხვევაში Facebook -ის გვერდს გარკვეულწილად არხის რეკლამირების ფუნქცია აქვს.

(Facebook-ზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კიდევ ერთი „ოფიციალური“ გვერდია დარეგისტრირებული. რომელზეც ინფორმაცია 23 მაისის  შემდეგ არ განახლებულა, თუმცა  მომხმარებლის რაოდენობა იზრდება და მოქალაქეები თავიანთ მოსაზრებებს აფიქსირებენ).

ინფორმაციულად დატვირთულია „მაესტროს“, „მეცხრე არხისა“ და  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გვერდები. თუმცა სამივე ტელეკომპანია სხვადასხვა  ფორმით აწვდის  ინფორმაციას მომხმარებელს. განსხვავებულია პრიორიტეტული თემებიც. „მეცხრე არხის“  Facebook -ის  გვერდზე ყოველდღიურად საშუალოდ  70  „პოსტი“ იდება, ოდნავ ნაკლებია განთავსებული ინფორმაციის რაოდენობა „მაესტროზე“. ორივე არხის სოციალურ ქსელში საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტები ცალ-ცალკეა განთავსებული და რამდენჯერმე მეორდება. მომხმარებელს Facebook -ის   გვერდებზე შეუძლია, ასევე, სრულად ნახოს ყველა ის გადაცემა, რომელიც ტელეკომპანიების ეთერით გადაიცემა.

სოციალურ ქსელში ასეთი აქტიურობა, ერთის მხრივ, იმით შეიძლება აიხსნას, რომ აღნიშნულ კომპანიებს მაუწყებლობა შეზღუდული ჰქონდათ. „მაესტრო“ არც ისე დიდი ხანია რაც სატელიტზე გადის. რაც შეეხება „მეცხრე არხს“, ის საკაბელო ტელევიზიების სამაუწყებლო ბადეში „მასთ ქერის“ ამოქმედების შემდეგ,  1-ლი აგვისტოდან მოხვდა.  მანამდე მისი ნახვა მოსახლეობის უმრავლესობისთვის, მხოლოდ ინტერნეტით იყო შესაძლებელი.

მეორე მხრივ, სოციალური ქსელის აქტიური გამოყენება  ბუნებრივი პროცესია, ახალი მედიიის პოპულარობა დღითიდღე მატულობს, სულ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს ინტერნეტს მეტნაკლებად ობიექტური ინფორმაციის მიღების წყაროდ, რადგან გარკვეულწილად თვითონვე ქმნის ამ ინფორმაციას. სოციალური ქსელი საკუთარ მაყურებელთან პირდაპირი კომუნიკაციის, მათი მოსაზრებების გაზიარებისა და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე ღია დისკუსიის მოწყობისთვის საუკეთესო საშუალებაა და ეს პირველ რიგში მედიის ინტერესებში უნდა შედიოდეს.

რაც შეეხება გავრცელებული  ინფორმაციის თემას, „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ სოციალურ ქსელში მათი დიდი ნაწილი პოლიტიკური შინაარსისაა და ძირითადად არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. ხოლო ნაწილი სოციალურ თემებს, კულტურის, სპორტისა  და   დღის  სხვა მნიშვნელოვან ამბებს ეხება. პოლიტიკურ თემაზეა თოქ-შოუებიც და საავტორო გადაცემებიც,  რომელთა სრული ვერსიის ნახვაც „მეცხრე არხის“ სოციალურ ქსელშია შესაძლებელი. რაც შეეხება „მაესტროს“, Facebook-ის გვერდზე პოლიტიკური თოქ-შოუებისა და გადაცემების გარდა მომხმარებელი ნახავს  გასართობ გადაცემებსაც, ოღონდ ამ შემთხვევაშიც მთავარი თემა პოლიტიკა და არჩევნებია.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ერთმანეთს შევადარეთ  სამივე არხის სოციალურ ქსელში ერთსა და იმავე დღეს, 18 ივლისს, განთავსებული ინფორმაცია. ჩარტიდან კარგად ჩანს თუ რა საკითხების ეთმობა უფრო მეტი ადგილი.

შენიშვნა: ჩარტებში რეიტინგები მოცემულია ივლისის თვის მდგომარეობით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024