საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
2012 წლის 01თებერვალს პროექტ - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.forencis.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდომობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 22.84%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 36.70%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 29.77%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის მონიტორინგი 2012
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge