საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგი
2012 წლის 13 იანვარს პროექტ - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.justice.gov.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდომობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 21.64%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 53.37%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 37.50%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგი 2012
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge