Corporate Political Responsibility (CPR) და მისი გავლენა კომპანიების ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებზე - ქართული სადაზღვევო სექტორის მაგალითზე

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები 16 ოქტომბერი 2012

ხიშტოვანი გიორგი - ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ექსპერტი. 

პირველი ერეკლე - ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტი

სტატია საქართველოს მაგალითზე განიხილავს Corporate ‘Political’ Responsbility-ს (CPR) ფენომენს. აგრეთვე, ქართული სადაზღვევო სექტორის და ამ სექტორში წარმოდგენილი ცალკეული კომპანიების მოკლევადიანი ფინანსური შედეგების ანალიზის ფარგლებში, სტატიაში განიხილება ზემოთ ხსენებული ფენომენის გავლენა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელზე. CPR-ის ფენომენის კომპანიის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე პოზიტიური ან ნეგატიური გავლენის დადგენის მიზნით, კვლევაში მოხდა დამატებითი თეორიული კომპონენტის ჩართვა, რომელიც ასეთი ტიპის ვალდებულებების აღების შემთხვევაში, CPR-ის გავლენის ხარისხზე მოახდენს დამატებით ეფექტს. ჩვენი სტატიის შემთხვევაში, ეს არის თეორია პოლიტიკურად დაკავშირებული კომპანიების შესახებ („theory of politically connected firms“). კვლევის შედეგებმა გაამყარა ჩვენს მიერ ფორმულირებული პირველი ჰიპოთეზა და გვიჩვენა, რომ CPR-პროექტის შემდეგ, ინდუსტრიის ეკონომიკური ღირებულების ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდა. აგრეთვე, CPR-აქტივობის შემდეგ, განხილული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების უმრავლესობა (ROA, Net Income and Financial Leverage) მნიშვნელოვნად გაუარესდა. კვლევის შედეგები თანხმობაში მოდის ჩვენ მიერ ფორმულირებულ მეორე ჰიპოთეზასთანაც. პოლიტიკურად ყველაზე ნაკლებად დაკავშირებული კომპანია, CPR-პროექტში ჩართვის შემდეგ, იძულებული გახდა, თითქმის სრულად შეეცვალა აქციონერები. აგრეთვე, ცხადი ხდება, თუ რა დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს CPR-პროექტს ბაზარზე წარმოდგენილი პოლიტიკურად ყველაზე მეტად დაკავშირებული კომპანიისათვის. ჩვენი კვლევის შედეგად, ეს კომპანია CPR-პროექტში ჩართვის შემდეგ, 2012 წლის მდგომარეობით, სადაზღვევო ბაზრის დომინანტი მოთამაშე გახდა.

 Corporate Political Responsibility (CPR) და მისი გავლენა კომპანიების ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებზე - ქართული სადაზღვევო სექტორის მაგალითზე

 Corporate Political Responsibility (CPR) და მისი გავლენა კომპანიების ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებზე - ქართული სადაზღვევო სექტორის მაგალითზე

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024