ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო კონსულტაციების წესის სრულყოფის წინადადებები

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები 20 ივნისი 2013

საჯარო კონსულტაციები წარმოადგენს პროცესს, როდესაც ხდება ფართო საზოგადოების ჩართვა იმ საკითხების განხილვა/გადაწყვეტის პროცესში, რომელიც მათ ინტერესებს შეეხება. აღნიშნული პროცედურის მთავარი მიზანია  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ეფექტურობის ამაღლება, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროცესებში დაინტერესებული მხარეების ინტერესების დაბალანსება. აღნიშნული პროცესი მოიცავს:

 

  • ინფორმირება/შეტყობინების ეტაპს (ინფორმაციის გამოქვეყნება კონკრეტული დაგეგმილი მოქმედების შესახებ);
  • უშუალო კონსულტაციების წარმოების ეტაპს (ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა და გაზიარება);
  •  სამართლებრივი აქტის შემუშავებაში უშუალო მონაწილეობის / ჩართულობის ეტაპს (საშუალება  მიეცეთ დაინტერესებულ მხარეებს მონაწილეობა მიიღონ კანონმდებლობის, ასევე პოლიტიკის შემუშავების სტადიაზე).


აღნიშნული პროცედურები წარმოადგენენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებას გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რეგულირების ეფექტურობის გასაზრდელად სხვა არსებულ საშუალებებითან ერთად, როგორიცაა სახელმწიფო რეგულირების შედეგების ანალიზი (Regulatory Impact Analysis (RIA) და სხვა საშუალებები, რომლებიც ორიენტირებულია საზოგადობის წინაშე ანგარიშის წარდგენაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას, ვფიქრობთ, სათანადოდ არ არის გაწერილი იმგვარი ქმედითი პროცედურები, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომს გახდიან ინფორმაციის მიღებას, გაამარტივებენ ინფორმაციის გავრცელების და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის პროცესს, ასევე უზრუნველყოფენ ოფიციალური წარმოების დაწყებამდე ყველა დაინტერესებულ ჯგუფის მონაწილეობას პროცესში. ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით, კერძოდ, იმ სფეროებთან დაკავშირებით სადაც პირთა ფართო წრის ინტერესებია მოაზრებული:

1. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე უნდა მოხდეს შესამუშავებელი დოკუმენტის წინასწარი პროექტის აუცილებელი გამოქვეყნება (მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოს ელექტრონულ რესურსებზე) და უზრუნველყოფილი იქნეს მოსაზრებების საჯაროდ წარდგენის შესაძლებლობა;

2. უნდა დაინერგოს ე.წ. „თეთრი ფურცლის“ პროცედურა. კერძოდ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან გონივრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მომზადდეს ის კითხვარი, რომლზეც უნდა მოხდეს ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ კონკრეტული მოსაზრებების წარდგენა და პროაქტიულად უზრუნველყოფილი იქნას კითხვარის საჯარო ხელმისაწვდომობა (მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოს ელექტრონულ რესურსებზე).

3. ორივე ეტაპის შედეგები (ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე გამოქვეყნებული წინასწარი პროექტის განხილვის ანგარიში და წარმოების დაწყებიდან წარმოების ფარგლებში გამოქვეყნებული კითხვარის შემაჯამებელი ანგარიში), ყველა შესაბამისი თანდართული დოკუმენტით, გამოქვეყნებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ინიციატორი ადმინისტრაციული ორგანოს ელექტრონულ რესურსებზე.

4. საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსით არ არის გათვალისწინებული არა-კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით.   შესაბამისად მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაცია გავრცელდეს როგორც კოლეგიურ ასევე არა-კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოების მიერ განხორციელებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე.

შეთავაზებული ცვლილებები ასახული უნდა იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX-ე თავში. ცვლილებების იმპლემენტაციის შემთხვევაში ჩვენი აზრით მიღწეული იქნება ადმინისტრაციული წარმოების საჯაროობის უკეთესი ხარისხი, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური მონაწილეობა და ჩართულობა. აღნიშნული თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში თანამონაწილეობითი დემოკრატიის ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.  


კვლევა მომზადდა პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში.


პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო კონსულტაციების წესის სრულყოფის წინადადებები

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024