ელექტრონული ჩართულობა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე — ინოვაციები და ხარვეზები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანალიზი 25 დეკემბერი 2012

ავტორი: სალომე ჩუხუა

 

IDFI-ი 2012 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიასაშუალებების Facebook გვერდების მონიტორინგს. 2012 წლის 1 ნოემბრიდან კვლევას კიდევ ერთი კომპონენტი დაემატა – სამთავრობო უწყებებისა და პოლიტიკური პარტიების ვებ-გვერდების მონიტორინგი და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა. ამ კომპონენტის მიზანი, ისევე როგორც სოციალური ქსელების კვლევის, იქნება საჯარო დაწესებულებებისა და პოლიტიკური სუბიექტების მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხის დადგენა.

 

გაეროს 2012 წლის ელ-ჩართულობის კვლევისა და IDFI-ს მიერ 2011 წელს მომზადებული „საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხის შეფასების პარამეტრების“ საფუძველზე მომზადებული შეფასების მოდული უწყებების და პარტიების ვებ-გვერდებს სამი ძირითადი კომპონენტის მიხედვით დაკვირვებას გულისხმობს: ელ-კომუნიკაცია, ელ-კონსულტაცია, ელ-გადაწყვეტილების მიღება. ამჯერად  გვინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდის – მასზე არსებულ ინოვაციური აპლიკაციებისა და აღმოჩენილ ხარვეზების შეფასება.

 

საქართველოს პარლამენტის განახლებული ვებ-გვერდზე რუბრიკის „დაგვიკავშირდით“ ქვეშ მხოლოდ პარლამენტის მისამართი და ელ-ფოსტაა მოცემული. თუმცა ელ-ფოსტის გაგზავნის ყველა მსურველი ვერ შეძლებს საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავშირებას, რადგან გზავნილი მხოლოდ აუთლუქის (outlook) მომხმარებებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.

 

ინოვაციურია რუბრიკა „დაგეგმე შენი ტური პარლამენტში“, რომელიც ყველა მსურველს აძლევს საშუალებას დარეგისტრირდეს მეილის მეშვობით, ჩაეწეროს და უშუალოდ გაეცნოს პარლამენტის მუშაობას. თუმცა, აქაც ტექნიკური პრობლემა იჩენს თავს – საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართი, რომელიც მითითებულია, არ მუშაობს.

 

Image

სიახლეების ელ. ფოსტაზე გამოწერა, რომელიც ელ. კომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ასევე ტექნიკურად გაუმართავია. ორმხრივი კომუნიკაციის შემაფერხებელია ისიც, რომ მოქალაქეს ვებ-გვერდზე გაზიარებული სიახლის ქვეშ კომენტარის დაფიქსირება არ შეუძლია.

 

უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის გვთავაზობს საკმაოდ ინოვაციურ აპლიკაციას – „დაუკავშირდი დეპუტატს“, რომლის მთავარი დანიშნულებაა მოქალაქემ შეტყობინების გაგზავნის გზით პირადად დეპუტატს მიაწვდინოს ხმა. იდეა საინტერესოა და ელ-ჩართულობის განვითარების ხელშემწყობი. სამწუხაროდ ტესტირების რეჟიმში აღმოჩნდა, რომ აპლიკაცია სრულყოფილად არ მუშაობდა. დაკავშირება შეიძლებოდა მხოლოდ მე-7 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებთან, ხოლო „კოალიცია ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გასულ, მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. ეს ტექნიკური ხარვეზი ერთი შეხედვით თითქოს აღმოიფხვრა და დღეს თითქმის ყველა კანონმდებელთან შეტყობინების გასაგზავნი აპლიკაცია გააქტიურებულია, თუმცა, რეალურად, ღილაკზე „გაგზავნე შეტყობინება!“ დაჭერით წერილი არ იგზავნება.

 

ImageImage

დიდი პრობლემაა ის, რომ ყველა სხვა უწყების ვებ-გვერდის მსგავსად, პარლამენტის საიტზეც ვერ შეხვდებით უწყების მუშაობის შეფასების ელექტრონულ ფორმებს, ე.წ. Feedback-ს, ან ონლაინ მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ გამოკითხვებს. მინიმალურია მოქალაქეების როლი ელ. გადაწყვეტილების მიღების კომპონენტში, რომელიც IDFI-ის პარამეტრების მიხედვით 6 პუნქტისგან შედგება: 1. შექმნის/დამუშავების პროცესში მყოფი გადაწყვეტილებების, რეგულაციების, მონახაზების ჩამოსატვირთი ვერსიების არსებობა; 2. ფორუმების არსებობა, სადაც მოხდება სხვადასხვა გადაწყვეტილებების განხილვა; 3. მომხმარებლების მიერ დასმულ შეკითხვაზე/წამოჭრილ პრობლემაზე ოფიციალური პირების გამოხმაურება; 4. პეტიციების აპლიკაცია; 5. Feedback-ის მიღების დადასტურების სერვისი; 6. ონლაინ კენჭისყრა და განხილვები.

 

პარლამენტის ვებ-გვერდი მათგან მხოლოდ ერთს აკმაყოფილებს, თანაც ნაწილობრივ. საუბარია სერვისზე, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში, ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც მომხმარებლების მიერ დასმულ შეკითხვას/წამოჭრილ პრობლემას ეხმაურება და ელ-კონსულტაციას მოდერაციას უწევს უწყების ოფიციალური პირი. ამ შემთხვევაში, ასეთ სერვისად შეგვიძლია მივიჩნიოთ აპლიკაცია „დაუკავშირდი შენს დეპუტატს“.

 

სამწუხაროდ, მოქალაქეების მიერ კანონშემოქმედებითი ორგანოს მუშაობაში მონაწილეობა და კონტროლის საშუალება ამით ამოიწურება. 20 დეკემბერს პარლამენტმა კონსტიტუციით დადგენილ ვადებში დაამტკიცა საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის კანონპროექტი კი პარლამენტს ჯერ კიდევ 28 სექტემბერს წარედგინა და გადაეცა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა საკუთარი ნებით მოახდინა თავისი უფლებების დეპუტატებზე დელეგირება, საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია საქართველოს მოქალაქები მაქსიმალურად ჩართოს სხვადასხვა კანონების თუ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებაში. საიტზე არ არსებობს განყოფილება, სადაც დამუშავების პროცესში მყოფი ან უკვე მომზადებული კანონპროექტები ისეთ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი, რომ მოქალაქემ საკუთარი პრიორიტეტების და მოსაზრებების მიხედვით შედგენილი შენიშვნები დაურთოს.

 

ვებ-გვერდის მნიშვნელობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიც ამახვილებს ყურადღებას, რადგან რეგლამენტის მიხედვით პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს საქმიანობის გამჭვირვალობა და ღიაობა ვებ-გვერდის მეშვეობით. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ერთ-ერთი ბოლო განცხადება სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტისგან მოითხოვს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით მუშაობას, კონკრეტულად კი სწრაფი ტემპებით მუშაობისგან თავის შეკავებასა და მეტ გამჭვირვალობას, რაც კომიტეტების სხდომებისა და მისი დღის წესრიგის სხდომამდე ერთი დღით ადრე ვებ-გვერდზე განთავსებას გულისხმობს.

 

პარლამენტისგან მოთხოვნილი საქმიანობის გამჭვირვალობა მხოლოდ ვებ-გვერდზე ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნებით არ ამოიწურება. მნიშვნელოვანია ის, რომ კომიტეტების მუშაობა ღიაა და მასზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გარდა იმ შემთხვევებისა, როცა განსახილველი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე კომიტეტი ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას დახურულ რეჟიმში გამართოს სხდომა. მოქალაქეების კანონშემოქმედ ორგანოსთან უშუალო კავშირი კი პარლამენტის აპარატის პრეროგატივაა. როგორც პარლამენტის აპარატის ძირითადი დებულების მეორე თავის მესამე მუხლის პ ქვეპუნქტი აღნიშნავს, აპარატის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა პარლამენტში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება. ეს დებულება წინააღმდეგობაში მოდის პრაქტიკასთან, რადგან პარლამენტის ვებ-გვერდზე აპარატის საკონტაქტო ინფორმაცია არ მოიპოვება, სადაც დაინტერესებული მოქალაქე გამოთქვამს სხდომაზე დასწრების სურვილს. საკომუნიკაციო მექნიზმების, ზოგ შემთხვევაში, არ არსებობის გამო, ყველა კომიტეტთან დაკავშირებაც არ ხერხდება. კერძოდ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გვერდებზე საკონტაქტო ინფორმაცია მოცემული არ არის, რომ მსურველმა უშუალოდ კომიტეტს დაუსვას მისთვის საინტერესო შეკითხვა. ეს თავისთავად ართულებს მოქალაქის კავშირს კომიტეტებთან, აპარატის საკონტაქტო ინფორმაციის არარსებობა კი გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, მითუმეტეს, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, პარლამენტის ოფიციალური ელ. ფოსტაც მხოლოდ “აუთლუქის” (outlook) მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024