პროექტის -„ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - შედეგების პრეზენტაცია

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 ივნისი 2013

 

                      


25 ივნისს, სამშაბათს, 12:00 საათზე,  "ქორთიარდ მარიოტში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან (CPSS) ერთად საჯარო დაწესებულებების ოფიციალური Facebook გვერდებისა და ვებ-გვერდების   მონიტორინგის  ანგარიშს წარმოადგენს.

პრეზენტაციაზე  წარმოდგენილი  იქნება მოქალაქეების ჩართულობის პლატფორმის - www.ichange.ge-ს  კონცეფცია, საჯარო დაწესებულებების  რეიტინგი  მათი ელექტრონულ რესურსების საკომუნიკაციო მექანზმების მიხედვით და  რეკომენდაციები მოქალაქეებსა და საჯარო სექტორს შორის ორმხრივი კომუნიკაციის გასაუჯობესებლად.


IDFI -მ  პროექტი -„ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“  2012 წლის 1 ივნისს დაიწყო. პროექტის ფარგლებში ჩატარდა საჯარო დაწესებულებების  ოფიციალური Facebook გვერდებისა და  ვებ-გვერდების მონიტორინგი, ასევე სატელეფონო მონიტორინგი. მომზადდა 13 კვლევა (მათ შორის სამართლებრივი და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი), 5 შემეცნებითი  ვიდეორგოლი, გაიმართა დისკუსიები საჯარო დაწესებულებების,  მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომაგენლებთან, ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის ონლაინ გამოკითხვა. საქართველოში არსებული და საერთშორისო პრაქტიკის კვლევა-ანალიზის საფუძველზე შემუშავდა რეკომედაციების პაკეტი  მოქალაქეებისა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.


ინსტიტუტმა პროექტის ფარგლებში შეიმუშავა სამოქალაქო პლატფორმის www.ichange.ge- ს კონცეფცია. კონცეფცის საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულია საჯარო და სამოქალაქო სექტორის, მედიისა და სტუდენტების მოსაზრებები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პროექტის ფარგლებში მოწყობილ საჯარო დისკუსიებში.

პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საჯარო დაწესებულებების, არასმთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024