IDFI-ის მიერ ჩატარებული ცნობიერების ამაღლების აქტივობები 2013 წელს

ცნობიერების ამაღლება 28 აპრილი 2014

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2013 წელს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელა, მათ შორის, საჯარო დისკუსიები, პრეზენტაციები, კონფერენციები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები და საინფორმაციო კამპანიები (ვიდეო რგოლებისა და ფლაერების დამზადება და გავრცელება). აღნიშნულ ღონისძიებებზე სტუდენტებს, საჯარო მოხელეებს, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნა, საჯარო პოლიტიკაში სამოქალაქო ჩართულობა, „ღია მმართველობის პარტნიორობა“, სხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური საკითხები, 1937-1938 წლების რეპრესიები და ა.შ.

 

შეიძლება გამოიყოს შემდეგი ძირითადი აქტივობები ამ კუთხით:

  • ინსტიტუტი დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მუდმივად ეხმარებოდა მედიის წარმომადგენლებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასა და მოპოვებაში. თუმცა ამ წელს IDFI-იმ მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა ამ პროცესში მოსახლეობის ჩართვაზეც. კერძოდ, პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში ორგანიზაცია დახმარებას უწევდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებების ფორმულირებაში და შემდგომში უზრუნველყოფდა შესაბამისი საჯარო დაწესებულებიდან სასურველი მონაცემების მიღებას.
  • გარდა ამისა, ზემოთაღნიშნულ საკითხებზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ინსტიტუტის წარმომადგენლები მართავდნენ საჯარო დისკუსიებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. საჯარო ინფორმაციის საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი ასეთი განხილვა მიეძღვნა საერთაშორისო ინიციატივის - „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების საზოგადოებისთვის გაცნობას.
  • ორგანიზაცია აქტიური იყო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ელექტრონული მმართველობისა და ხელისუფლებასთან ეფექტური კომუნიკაციის ძირითადი თავისებურებების გასაცნობად დისკუსიებისა და პრეზენტაციების მოწყობით, სხვადასხვა საინფორმაციო მასალების (ფლაერივიდეო) გავრცელებით.
  • სამოქალაქო საზოგადოების გარდა, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ევროკავშირის პროგრამის - ,,ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში’’ - ფარგლებში ინსტიტუტის ექსპერტებმა ტრენინგები ჩაუტარეს საჯარო მოსამსახურეებს შემდეგ საკითხებში:
    • ეთიკა ელექტრონულ მმართველობაში და პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
    • ელექტრონული მმართველობის სტრატეგიის ფორმულირება და პროექტების მართვა;
    • ინფორმაციის თავისუფლება და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება.

ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, ინსტიტუტმა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტთან (DVV International) ერთად საჯარო დისკუსიების ციკლი ჩაატარა შემდეგ საკითხებზე: „თაობა 1989“საყოველთაო დაზღვევაშრომის კოდექსი და სხვა.

 

ასევე, ორგანიზაციის ანალიტიკოსები და მკვლევარები პერიოდულად ავრცელებენ სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული კვლევების ძირითად მიგნებებს ბლოგების მეშვეობით: „საჯარო ინფორმაციის ანალიტიკური ბლოგი“, „ელექტრონული ჩართულობა საქართველოში“, “პატრნიორობა ღია მმართველობისთვის - საქართველო“ (ქართული და ინგლისური ვერსიებით).

 

ტოტალიტარული წარსულის გააზრების მიმართულებით, IDFI-იმ მოაწყო გამოფენა 1937-1938 წლების რეპრესიებიზე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა. ეს დოკუმენტები IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა დასაზოგადოება „საქართველოს მემორიალის“ ასევე, რეპრესირებულთა საოჯახო არქივებში მოიძია. ამავე თემაზე წლის ბოლოს,სტალინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ინსტიტუტმა გამართა სიმბოლური აქცია 1937-38 წლების რეპრესიებს მსხვერპლთაგასახსენებლად. ამასთანავე, ინსტიტუტის მკვლევარებმა ჩაატარეს რამდენიმე ლექცია მოსწავლეებისთვის „სტალინიზმის“ და მასობრივი რეპრესიების შესახებ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024