ტრენინგის ანონსი E I T I (Extractive Industry Transparency Initiative)

სიახლეები 25 თებერვალი 2013

EITI-ი (მომპოვებელი დარგების გამჭვირვალობის ინიციატივა) წარმოადგენს გლობალურ სტანდარტს, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს შემოსავლების გამჭვირვალობას. მისი ინიცირება მოხდა 2002 წელს მდგრადი განვითარების მსოფლიო სამიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერის მიერ. დღემდე ინიციატივას მიუერთდა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი 37 ქვეყანა (16 წევრი  და 21 კანდიდატი ქვეყანა). EITI-ს ძირითადი პრინციპი არის ბუნებრივი რესურსების მოპოვებიდან მიღებული შემოსავლების გასაჯაროება. კერძოდ: კომპანიები-გამოაქვეყნე რასაც იხდი (Publish What You Pay) და მთავრობა ასაჯაროებს ინფორმაციას კომპანიებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ. აღნიშნული ინიციატივა ამაღლებს ქვეყნის რეპუტაციასა და იმიჯს. ხელს უწყობს: რესურსებიდან მიღებული შემოსავლების უფრო ეფექტურ მართვას, სახელმწიფო სახსრების მართვის სფეროში გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას. აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს ამ სფეროში.

მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული გამჭვირვალობის მეთოდოლოგიით. და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას საკუთარ ანტიკორუფციულ ძალისხმევას და წამოწყებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია გადასახადების ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესების, დარგის გამჭვირვალობის და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ.

აიპ ,,საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრმა“ ,,Revenue Watch Institute“ (RWI) და ფონდი ,,ღია საზოგადობა საქართველოს” მხარდაჭერით დაიწყო პროექტი ,,EITI (მომპოვებელი დარგების გამჭვირვალობის ინიციატივა)-ში  საქართველოს გაერთიანების მხარდაჭერა და ადვოკატირება ( www.eiti.org)“.

ა/წლის 26 თებერვალს დილის 10:00საათზე, ქ. თბილისში, სასტუმრო ,,ბომონდ გარდენში“აიპ საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი გეგმავს პროექტი ,,საქართველოს EITI-თან მიერთების მხარდაჭერისა და ადვოკატირების პროექტის“ ფარგლებში ტრენინგის ,,EITI Basics" ორგანიზებას  ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ და Revenue Watch Institute(RWI) მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024