საჯარო დისკუსია თემაზე - ვის ინტერესებს იცავს შრომის კოდექსი

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 მაისი 2013

15 მაისს, ოთშაბათს, 18:30 საათზე dvv international-ის ოფისში (მის:ყიფშიძის ქ. 20) გაიმართება საჯარო  დისკუსია თემაზე "ვის იცავს შრომის კოდექსი". თქვენი თანამონაწილეობა დისკუსიაში საშუალებას მოგცემთ, პირადად მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე ამ სფეროს ექსპერტებისგან.


დისკუსიაში მომხსენებლის რანგში მონაწილეობას მიიღებენ ბატონი ზურაბ სანიკიძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი იურიდიული მრჩეველი და ვახტანგ ლეჟავა, პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ღონიძიებაზე მოწვეული არიან აგრეთვე სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები და დამსაქმებლები.


ახალი "შრომის კოდექსი" ითვალისწინებს მთელ რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც შეეხება ხელშეკრულებების დადების და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის წესებს, სამუშაო დროის ნორმირების, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების და შრომისუუნარობის საკითხებს, გაერთიანების თავისუფლებას და გაფიცვისა და ლოკაუტის უფლებას და სხვა მრავალ თემებს. ექსპერტების აზრით, მიუხედავად უამრავი პოზიტიური ცვლილებებისა, კანონმდებლობაში არის კიდევ მრავალი პუნქტი, როგორებიცაა ზენორმატიული სამუშაო საათები, ხელშეკრულების შეწყვეტის წესი, დეკრეტული შვებულება, სამუშაოს უსაფრთხოების ნორმები და სხვა, რომლებიც მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ამ საკითხების საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა.

 

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (dvv international), 2012 წლიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „დისკუსიები სამუშაო დღის შემდეგ“, რომლის მიზანია საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. 2013 წლიდან პროექტის პარტნიორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში ყოველი თვის 15 რიცხვში ტარდება საჯარო დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024