საჯარო დისკუსია თემაზე „ინფორმაციის თავისუფლება და საზოგადოების აქტიური ჩართულობა“ მარნეულში გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 აგვისტო 2013
2013 წლის 30 ივლისს, USAID-ის  მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი საჯარო დისკუსია შედგა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და USAID-ის G-3  პროგრამის “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში” კოალიციური პროექტის ფარგლებში. საჯარო დისკუსიის მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების, საჯარო  ინფორმაციის მიღების პროცესებში დაინტერესებული ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობა. 
 
 
ლევან ავალიშვილმა, IDFI-ის ხელმძღვანელმა, წარმოადგინა საჯარო ინფორმაციის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში მიმდინარე პროცესები, გააცნო საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები „ღია მართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში და ორგანიზაციული გამოცდილებები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან მიმართებაში.   ლევან ავალიშვილმა ხაზი გაუსვა 2012 წელს კანონმდებლობაში შესულ ცვილებებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საჯარო დაწესებულებებმა საჯარო ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდებზე. აღნიშნული კანონის იმპლემენტაცია დაევალა იუსტიციის სამინისტროს და შესაბამისად მიმდინარეობს მთავრობის დადგენილების შემუშავების პროცესი, რომელიც უკვე 2013 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, ისაუბრა საზოგადოების აქტიურობის მნიშვლეობაზე, რაც შესაძლებლობას ქმნის მიღებულ იქნას მაქსიმალურად სასიკეთო მთავრობის დადგენილება. 
 
 
დამსწრე საზოგადოებისთვის ინტერესის სფერო იყო, ახალი რეგულაცია  ეხებოდა თუ არა მუნიციპალიტეტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ლევან ავალიშვილმა განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის ეს დადგენილება ვრცელდება მთავრობის სტრუქტურებს, რაც შეეხება ადგილობრივ თვითმართველობებს მხოლოდ მათი აქტიურობით არის შესაძლებელი თვითმმართველობებმა მიიღონ ერთგვარი ნუსხა იმ საჯარო ინფორმაციისა, რომელთა გამოქვეყნების ვალდებულებასაც აიღებენ.
 
 
USAID-ის მოწვეულმა ექსპერტმა ინფორმაციის თავიუსუფლების საკითებში, დოქტორმა ტომას ჰარტმა ისაუბრა საერთაშორისო ტენდენციებსა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საერთაშორისო პრაქტიკაზე.  მოქალაქეთა ჩართულობის და ინტერესის საკითხებზე, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ინფორმაციის თავისუფლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის გავრცელებასთან მიმართებაში. 
 
 
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე რაც რეგიონისთვის დამახასიათებელია, კერძოდ ეთნიკური უმცირესობებისთვის ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო უფრო აქტიური და პრაქტიკული ქმედებების განხორციელება, ენობრივი  ბარიერების გამო მათი ინდიფერენტულობა და მედიის პასიურობა. 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024