ინფორმაციის კომისიონერების მე-8 საერთაშორისო კონფერენცია

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 სექტემბერი 2013
2013 წლის 18-20 სექტემბერს ბერლინში გაიმართა ინფორმაციის კომისიონერების მე-8 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციას უმასპინძლეს გერმანიის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ფედერალურმა კომისიონერმა პეტერ შაარმა და მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ბერლინის კომისიონერმა დოქტორმა ალექსანდერ დიქსმა. 
 
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი რალფ ვილანდი, მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ფედერალური კომისიონერი პეტერ შაარი, გერმანიის ფედერალური კონსტიტუციური სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი ჰანს-იურგენ პაპიერი, ყოფილი ფედერალური მინისტრი კლაუს ტოპფერი, გერმანიის კონსტიტუციური სასამართლოს ყოფილი მოსამართლე დოქტორ ბრუნ-ოტო ბრაიდი და სხვ. 
 
კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ კომისიონერები 35 ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან, ბანგლადეშიდან, კანადიდან, სლოვენიიდან, უნგრეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან. ამას გარდა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მომუშავე სპეციალისტებმა და ჟურნალისტებმა გერმანიიდან, კანადიდან, აშშ-დან, ბრაზილიიდან, ირლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, მექსიკიდან, სირიის არაბული რესპუბლიკიდან, დანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ. 
 
კონფერენციაზე გაკეთდა შემდეგი აქცენტები:
 
განხილულ იქნა მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების გერმანიის ფედერალური კომისიონერის, პეტერ შაარის მიერ წამოჭრილი იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებულ იქნას ინფორმაციის უფლების, როგორც ადამიანის უფლების საერთაშორისო გარანტია. ამ იდეის მიხედვით, უნდა დაკონკრეტდეს 1966 წელს მიღებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეთანხმების მე-19 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა. თუმცა, დისკუსიის შედეგად არ მიღებულა გადაწყვეტილება ახალი პროტოკოლის მიღებასთან დაკავშირებით. 
სნოუდენის გახმაურებულ საქმესთან და აშშ-ს საგამოძიებო სამსახურების მიერ სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით კომისიონერებმა განაცხადეს, რომ „პრინციპში, საგამოძიებო სამსახურებსაც არ შეუძლიათ უარყონ საზოგადოების უფლება გამჭვირვალობაზე“. 
ხაზი გაესვა კორპორატიული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას იმ პირობებში, როდესაც ბიზნესები გავლენას ახდენენ პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე ტრანსნაციონალურ დონეზე. 
აღინიშნა ინფორმაციის გაცემის აუცილებლობა კომუნიკაციის ყველა მეთოდისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით. 
კომისიონერების მიერ ასევე აღინიშნა, რომ „გამჭვირვალობა ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კორუფციასთან ბრძოლაში კომპანიების შიგნით და კომპანიების მიერ.“ საინტერესოა, რომ შოტლანდიის დანდის უნივერსიტეტში არსებული ინფორმაციის თავისუფლების ცენტრის მიერ კომისიონერებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კერძო დაწესებულებები, რომლებიც ასრულებენ საჯარო ფუნქციებს, უფრო ცუდად იცავენ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონებს, ვიდრე საჯარო დაწესებულებები. ასეთი შეფასება კომისიონერების 63%-მა გააკეთა. ამას გარდა, გამოკითხული კომისიონერების ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ მათი კანონები მთლიანად ან ნაწილობრივ მოიცავს კომპანიებს, საქველმოქმედო ფონდებს და სხვა არასაჯარო დაწესებულებებს, რომლებიც ეწევიან საჯარო მომსახურებას.

კონფერენციაზე მიიღეს რეზოლუცია - ბერლინის დეკლარაცია გამჭვირვალობის გაძლიერების თაობაზე ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, რომლის სრულ ტექსტსაც ქვევით გთავაზობთ.
 
რეზოლუციის ტექსტი
 
ბერლინის დეკლარაცია ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე გამჭვირვალობის გაძლიერების თაობაზე
 
20 სექტემბერი, 2013
 
„გამჭვირვალობა: დემოკრატიის საწვავი“ (“Transparency: the Fuel of Democracy”)
 
ვითვალისწინებთ რა იმას, რომ:
-დემოკრატიისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მოქალაქეთა სურვილი გამოიყენონ მათი ფუნდამენტური უფლებები და აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში;
-ინფორმაცია პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებისა და მონაწილეობისათვის აუცილებელი წინაპირობაა;
-ხელისუფლების ქმედებებს ლეგიტიმაციას სძენს კონსტიტუციური მოთხოვნების დაკმაყოფილება (კანონის უზენაესობა), ხელისუფლების ქმედებების გამჭვირვალობა და ძლიერი სასამართლო კონტროლი;
-გამჭვირვალობა და კანონის უზენაესობა აძლიერებენ რწმენას კანონმორჩილ ქცევასა და ფედერალური, რეგიონული და ადგილობრივი თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების უნარს, რომ ისწავლონ, 
 
ბერლინში მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე შეკრებილმა ინფორმაციის კომისიონერებმა დაადგინეს:
 
გამჭვირვალობა შეუძლებელია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი გარანტიების გარეშე. შესაბამისად, აუცილებელია არსებობდეს სავალდებულო სამართლებრივი უფლება როგორც ეროვნულ, ისე სუპრანაციონალურ დონეზე. 
 
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლება იძლევა საფუძველს სუპრანაციონალური ორგანოებიდან ინფორმაციის მიღების ინდივიდუალური მოთხოვნებისათვის და ავალდებულებს მთავრობებს გაუზიარონ თავისი ცოდნა მოქალაქეებს. ხელისუფლებებისა და სახელმწიფოების თანამეგობრობის ქცევები კიდევ უფრო მეტად უნდა ეფუძნებოდეს განხილვას და მონაწილეობას, ვიდრე ეს წარსულში იყო. თუ მათ სურთ მიაღწიონ დასახულ მიზნებს, იმაზე მეტი ძალისხმევის გამოჩენა არის საჭირო საზოგადოების რწმენის მოსაპოვებლად, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა.
 
დემოკრატია, კანონის უზენაესობა და კორუფციის ბოროტებასთან ბრძოლა შესაძლებელია განვითარდეს მხოლოდ იქ, სადაც ქვეყნის თანამდებობის პირებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააჩნიათ ნება, რათა პასუხი აგონ თავის ქმედებებსა და გაუზიარონ ინფორმაცია მოქალაქეებს. ამ მხრივ, გამჭვირვალე ქმედება მნიშვნელოვანია იარაღია გლობალურ კორუფციასთან ბრძოლაში, რაც ყვავის დახურულობის კლიმატში, როდესაც მოქალაქეებს არ ეძლევათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 
 
დღესდღეობით მრავალი სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტი უკვე გასცემს მთელ რიგ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემო, საპარლამენტო აქტივობა და მრავალი სხვა. გამჭვირვალობის ეს ფორმა აძლიერებს მოქალაქეების რწმენას მათ მუშაობაში. მაგრამ ჯერ კიდევ დარჩენილია მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც გამოსასწორებელია. 
 
პრინციპში, საგამოძიებო სამსახურებსაც არ შეუძლიათ უარყონ საზოგადოების უფლება გამჭვირვალობაზე. სწორედაც იმიტომ, რომ მათი მუშაობა მნიშვნელოვნად იჭრება მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებში, ისიც უნდა ექვემდებარებოდეს საკონსტიტუციო კონტროლს, რისი შემოწმებისა და გაგების საშუალებაც საზოგადოებას უნდა გააჩნდეს. ამ საკითხის მთლიანად ამოღება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებიდან შეუსაბამობაში მოდის ამ პრინციპთან. ამ მხრივ კონფერენცია იხსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებას (ახალგაზრდული ინიციატივა ადამიანის უფლებებისთვის ვ. სერბეთი), რაც პრინციპში აღიარებს, რომ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით მინიჭებული ინფორმაციის უფლება ასევე ვრცელდება საგამოძიებო სამსახურებზე.  
 
გამჭვირვალობა ასევე მნიშვნელოვანია როდესაც ბიზნესები გავლენას ახდენს პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე ტრანსნაციონალურ დონეზე. განსაკუთრებით ასეთ შემთხვევებშია უაღრესად მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის სავალდებულო გარანტიები საერთაშორისო სამართალში და უფრო დიდი საერთაშორისო საზოგადოებრივი ზედამხედველობა იმისათვის, რომ კერძო კომპანიების ძალაუფლება უფრო ეფექტურად გაკონტროლდეს. 
 
გამჭვირვალობა ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კორუფციასთან ბრძოლაში კომპანიების შიგნით და კომპანიების მიერ. 
 
ინფორმაციის კომისიონერების საერთაშორისო კონფერენცია:
 
-ადვოკატირებას უწევს მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მრავლისმომცველი და ეფექტური სამართლებრივი ვალდებულებების დაწესებას ეროვნულ და სუპრანაციონალურ დონეებზე და ინფორმაციის ეფექტურ აქტიურ მიწოდებას კომუნიკაციის ყველა მეთოდის გამოყენებით, განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების ალტერნატივების გათვალისწინებით. 
-ემხრობა ინფორმაციის უფლების საერთაშორისო ფუნდამენტურ უფლებად აღიარებას და ყურადღებას მიაპყრობს 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების მე-19 მუხლზე (Civil Covenant, ICCPR), როგორც საერთაშორისო შეთანხმებაზე, რომელიც ადგენს, რომ ყველას გააჩნია უფლება იქონიოს მოსაზრება ჩარევის გარეშე, რაც მოიცავს ინფორმაციის მოპოვებას, მიღებას და გაზიარებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 
-კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შესაბამისი უფლების მქონე ყველა სახელმწიფო უნდა შეუერთდეს და აქტიურად დაუჭიროს მხარი „პარტნიორობა ღია მმართველობას“;
-აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანას შეუძლია შეუერთდეს 2009 წლის 18 ივნისის ევროპის საბჭოს კონვენციას ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ (ტრომსეს კონვენცია), პირველ საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სამთავრობო უწყებებიდან, და უწევს რეკომენდაციას, რომ ყველა ქვეყანამ განიხილოს კონვენციის რატიფიცირების საკითხი.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024