საჯარო დისკუსია - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა: მოლოდინები და რეალობა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 აპრილი 2013

 


2013 წლის 15 აპრილს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის, dvv international -ის პროექტის ფარგლებში - „დისკუსიები სამუშაო დღის შემდეგ“, გაიმართა დისკუსია „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა: მოლოდინები და რეალობა.“


პროექტის მიზანია საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. 2013 წლიდან პროექტის პარტნიორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).


ჯანდაცვის პროგრამის შესახებ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ამირან გამყრელიძემ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბატონმა ანდრია ურუშაძემ.

შეხვედრის  მოდერატორი იყო დავით ჯიშკარიანი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან (IDFI).  

შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე სადაზღვევო პოლიტიკა, მისი რისკები და შედეგები,  სადაზღვევო სექტორში არსებული პრობლემები.

დისკუსიას დაესწრნენ  სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, სადაზღვევო პაკეტის ბენეფიციარები, ექიმები, სტუდენტები, არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული საზოგადოება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024