IDFI-იმ საინფორმაციო ფლაერები გაავრცელა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 მაისი 2013

პროექტი "ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში" მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდას, ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის თანამედროვე ფორმების დამკვიდრებას და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეების აქტიურ  მონაწილეობას ისახავს მიზნად.


პროექტის ფარგლებში IDFI-იმ დაგეგმა აქცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წევრები უფრო აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მიაღწიონ ცვლილებებს.

ფლაერში ასახულია საქართველოში ამ ეტაპზე მოქმედი ელექტრონული მონაწილეობის პლატფორმები. კერძოდ, თბილისის მერიის პეტიციების გვერდისა და საკანონმდებლო მაცნეს პლატფორმის მეშვეობით მოქალაქეებს  შესაძლებლობა აქვთ ხელისუფლებას ელექტრონულად მიაწოდონ საკუთარი წინადადებები და მიიღონ მონაწილეობა კანონშემოქმედებით პროცესში.

იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე შექმნილია განყოფილება „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ სადაც შესაძლებელია მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად ინიციატივების გაგზავნა.


პროექტი ხორციელდება  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) – ფარგლებში.

 

იხილეთ საინფორმაციო ფლაერი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024