ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი საჯარო დაწესებულებებისთვის (მეორე გამოცემა)

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 21 იანვარი 2016

ინფორმაციის თავისუფლების გზამკვლევი წარმოადგენს სპეციალურ სახელმძღვანელო დოკუმენტს საჯარო დაწესებულებებისთვის. ნაშრომი ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკულ მაგალითებს და მოიცავს ფაქტობრივად საქართველოს მთელს საჯარო სივრცეს. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. 

 

ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი საჯარო დაწესებულებებისთვის არის IDFI-ის მიერ მომზადებული რიგით მეორე სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც პირველი გზამკვლევისგან განსხვავებით დამატებით მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება. 

 

გზამკვლევში დეტალურადაა განხილული ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, განმარტებულია საჯარო ინფორმაციის არსი და მოქალაქეების უფლებები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ნაშრომში მარტივი, გასაგები ენითაა გადმოცემული და განმარტებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები. მათ გაგებას მკითხველს არსებული პრაქტიკიდან მოყვანილი მაგალითები უადვილებს.

 

გზამკვლევის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს სათანადო თეორიული ცოდნა, დაეხმაროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მართებულ გაგებასა და გამოყენებაში. ვფიქრობთ, გზამკვლევი სასარგებლო იქნება, როგორც ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ასევე ზოგადად მკითხველთა ფართო წრისთვისაც.

 

გზამკვლევი შემუშავდა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID- ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3)“ ფარგლებში. ნაშრომის ავტორებს წარმოადგენენ პაატა ტურავა, ლევან ავალიშვილი და სერგი ჯორბენაძე. რედაქტორი - გიორგი კლდიაშვილი.

 

გადმოიწერეთ გზამკვლევი ქართულ, ინგლისურ, სომხურ  და აზერბაიჯანულ ენებზე. 

 

/public/upload/courts/EBRD/Freedom of Information Guidebook Second Edition.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024