თემაზე - მოაქლაქის პლატფორმა საჯარო დისკუსია გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 მაისი 2013

29 მაისს, 13:00 საათზე IDFI -მ საჯარო დისკუსია გამართა და დამსწრე საზოგადოებას მოქალაქეების პოლიტიკური ჩართულობის პლატფორმის www.ichange.ge -ს საკუთარი კონცეფცია გააცნო.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ინიციატივის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ სამოქმედო გეგმის მიხედვით, აიღო ვალდებულება 2013 წლისთვის შექმნას მოქალაქის პლატფორმა - www.ichange.ge. IDFI-იმ შეისწავლა რამდენიმე ქვეყნის (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, ყაზახეთი, გერმანია, ესტონეთი) გამოცდილება, გაანალიზა იქ არსებული ელ-პლატფორმები და შეიმუშავა საკუთარი კონცეფცია.

ელექტრონულ პლატფორმაზე უნდა დაინერგოს ისეთი სიახლეები, როგორც სამოქალაქო პეტიციების ინიცირების საშუალება, საჯარო კონსულტაციების გამართვის ვალდებულებები, მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა ინიციატივების წარდგენის საშუალებები.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს  არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. დისკუსია გადაიცემოდა ინტერნეტ ტვ "ნაკადის" live stream-ის არხზე და მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები პირდაპირ ეთერში.

შეხვედრის დასაწყისში პრეზეტაცია წარმოადგინა IDFI-ს თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა და ისაუბრა საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებზე და იმის შესახებ რა ფუნქციონალი და მექანიზმები უნდა არსებობდეს მოქალაქეთა მონაწილეობის პლატფორმაზე.

დისკუსიის მონაწილეებმა დასვეს კითხვები წარმოდგენილი კონცეფციის ირგვლივ და გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები. მსჯელობა გაიმართა პეტიციის ხელმომწერთა საჭირო რაოდენობის ასევე პლატფორმის სახელწოდებისა და სხვა დეტალების შესახებ.

გაჟღერდა იდეა, რომ გარკვეული ასაკობრივი თუ სხვა ჯგუფების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ინტერნეტ პლატფორმაზე მოხდეს სატელეფონო ჩართულობის სერვისის ინტეგრირება, რომლის მეშვეობითაც ისინი პეტიციების ინიცირებას ან /და მხარდაჭერას შეძლებენ.

ხაზგასმით აღინიშნა რომ მოქალაქეთა პლატფორმის ამოქმედება ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობას, მოქალაქეთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას და მათი იდეების გატანას. დისკუსიების გამართვა და საზოგადოების აქტიური მონაწილობა წინასწარ განხილვებში მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დახვეწილი და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული, რეალურად მოქმედი რესურსის შექმნისთვის.

დისკუსია გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის G-PAC-ის დაფინანსებული პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024