Works in Progress: სახელმწიფო უნივერსიტეტების ღიაობა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 მაისი 2013

2013 წლის 8 მაისს “Works in Progress”-ის ფორმატის ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსია სახელმწიფო უნივერსიტეტების გამჭვირვალობის შესახებ. მოხსენება გააკეთა IDFI-ის ანალიტიკოსმა თამარ იაკობიძემ, პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში 2010-2013 წლებში მიღებული საჯარო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. მოხსენებას ესწრებოდნენ აკადემიური სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები.

მოხსენებაზე წარმოდგენილი იყო 2010-2013 წლებში ათი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის ანალიზი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შ. მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 
განხილული იყო 2011 წლიდან უნივერსიტეტების მიერ იურიდიული სტატუსის შეცვლა, და ამ ცვლილების გავლენა გამჭვირვალობაზე. წარმოდგენილი იყო სტატუსის შეცვლის შემდეგ უნივერსიტეტების მიერ მიღებული წესდებების ანალიზი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. პრეზენტაციის დროს მოყვანილ იქნა კონკრეტული მაგალითები უნივერსიტეტების ღიაობის პრაქტიკიდან, კერძოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უარი საჯარო ინფორმაციაზე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012 წლის შიდა აუდიტის შედეგები, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური საქმიანობა უნივერსიტეტს ზიანს აყენებს.

“Works in Progress” წარმოადგენს მიმდინარე აკადემიური დისკუსიების სერიას და ორგანიზებულია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC), საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების: ACTR/ACCELS და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) მიერ. “Works in Progress”-ის მიზანს წარმოადგენს კავკასიის რეგიონში მიმდინარე კვლევების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა. 

იხილეთ პრეზენტაცია - სახელმწიფო უნივერსიტეტების ღიაობა

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024