2013 წლის 8 მაისს “Works in Progress”-ის ფორმატის ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსია სახელმწიფო უნივერსიტეტების გამჭვირვალობის შესახებ. მოხსენება გააკეთა IDFI-ის ანალიტიკოსმა თამარ იაკობიძემ, პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში 2010-2013 წლებში მიღებული საჯარო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. მოხსენებას ესწრებოდნენ აკადემიური სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები.
მოხსენებაზე წარმოდგენილი იყო 2010-2013 წლებში ათი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის ანალიზი:
“Works in Progress” წარმოადგენს მიმდინარე აკადემიური დისკუსიების სერიას და ორგანიზებულია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC), საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების: ACTR/ACCELS და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) მიერ. “Works in Progress”-ის მიზანს წარმოადგენს კავკასიის რეგიონში მიმდინარე კვლევების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა.
IDFI-ის 2024 წლის ანგარიში
05.06.2025მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება
03.06.2025მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება
03.06.2025მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება
23.05.2025